ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ბერლინში 7 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ვიდრე ლონდონის ოლიმპიადა ბოლო აკორდებს გვთავაზობდა და მთელი საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ქომაგობდა, სწორედ იმ დღეებში - 11-12 აგვისტოს, ბერლინი ახალგაზრდა ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა ევროპის თასზე.

ჩვენგან იქ მხოლოდ ბიჭები გამოდიოდნენ და წარმატებითაც იჭიდავეს: 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო - ასეთია მათი მონაგარი.

ბიჭებმა გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვეს და უკან ჩამოიტოვეს იაპონია და საფრანგეთი.

ბერლინში ბიჭების ტურნირში 19 ნაკრები გამოდიოდა. ჩვენებიდან ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (60), ლევან გუგავა (73) და გურამ თუშიშვილი (100) გახდნენ.

ვერცხლის მედლები რევაზ წულუკიძემ (90) და გიორგი
ქავთარაძემ
(100) მოიპოვეს, ბრინჯაოსი - ლაშა ტაველურმა (90) და ლევან მატიაშვილმა (+100).

ამ გუნდში თაობათა ცვლის პროცესია - შარშანდელ ლიდერთა უმეტესობა უფროსებში გადავიდა, მათ შორის - ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც (66). საბედნიეროდ, ბერლინში მათ ნაცვლად ახალი კადრებიც გამოჩნდნენ და თავი არც ძველებს შეურცხვენიათ.

როგორც ვხედავთ, გერმანიაში ჩვენები ყველაზე დიდი წარმატებით 100 კილოგრამში გამოვიდნენ, სადაც ქართული ფინალი ვიხილეთ. მისი ორივე მონაწილე შარშან 90 კილოგრამში ჭიდაობდა, ოღონდ ქავთარაძე თუ მაშინაც ახალგაზრდულში გამოდიოდა, თუშიშვილი ჭაბუკებში ასპარეზობდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის მესამე პრიზიორი გახდა.

მისასალმებელია, რომ თავისი კარგი მონაცემები აქაც წარმატებით გამოიყენა. მან ფინალამდე სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა ვაზარით მოიგო, ოღონდ ავსტრიელ მაქსიმილიან ჰაგენდერთან და გერმანელ დავიდ ჰაფნერთან თუ თითოჯერ მიითვალა ეს გდება, ნახევარფინალში ჰოლანდიელ სხორს რიდერსმას ორჯერ გაუკეთა და წმინდა მოგება მიითვალა.

ამასობაში ქავთარაძემ რუსი დენის გალიევი დააიპონა, ჰოლანდიელი ნიელს ვან ჰეტ რევე გაფრთხილებებით მოახსნევინა, ნახევარფინალში კი იაპონელი რუიკო ოგავა ოქროს ქულით დაამარცხა. ფინალში თუშიშვილი ცოტა უფრო აქტიურობდა და ვაზარით მოიგო.

ამ წონაში იასპარეზა შალვა ჩოჩელმაც, რომელიც შარშან ჭაბუკებში თუშიშვილის მთავარი კონკურენტი იყო 90-ში - მსოფლიოზე ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც თუშიშვილმა მოიგო, მანამდე კი ჩოჩელი ევროპაზეც მეორეზე გავიდა.

ის გერმანიაში ზემოხსენებულ ოგავასთან დამარცხდა პირველივე წრეში და მერე სანუგეშოშიც წააგო. ერთი კვირით ადრე კი პრაღაშიც დამარცხდა ასევე ევროპის თასზე.

მარგველაშვილი შარშან საერთაშორისო ტურნირებში კარგად გამოდიოდა, მაგრამ ევროპა-მსოფლიოზე სუსტად იჭიდავა და უმედლოდ დარჩა. გერმანული ტურნირი მან ჰოლანდიელ ხაიმე რაიჯმაკერსის იუკოთი ძლევით დაიწყო.

გერმანელ გეორგ ონუფრიევს შავი დღე აყარა - ყველა ხარისხის ილეთი ჩაუტარა; მეორე გერმანელს - მარსელ ბიზონს ვაზარ-იპონით აჯობა; ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან კი შედარებით გაუჭირდა და იუკოთი მოუგო.

ნახევარფინალში იაპონელი იუმა ოშიმა დააიპონა, ფინალში კი სომეხ არსენ ტოვმასიანს მოუგო წმინდად, ვინც მანამდე გელა კელიხაშვილს მოუგო.

ოშიმასთან დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც დამამშვიდებელში კარგად გადაერთო - ოთხი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრა ზემოხსენებულ გარიგოსთან წააგო და მეშვიდეზე დარჩა.

შარშან ლევან გუგავაც ჭაბუკებში გამოდიოდა და ევროპაზეც და მსოფლიოზეც მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. ამ წონაში ყველაზე მეტი - 64 მონაწილე გამოდიოდა და ჩვენებურსაც დიდი გზის გავლა მოუხდა საჩემპიონო გვირგვინამდე.

მან პირველი სამი ბარიერი - შვეიცარიელი ვინსენტ გენიტო, გერმანელი ადრიან გუტბელი და ბრაზილიელი ლუის ნოგუეირა ფილო ვაზარ-იპონებით გადალახა, მეოთხე წრეში კი საბერძნეთის სახელით მოასპარეზე რომან მასტოპულოსს, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელ გიორგი რევაზიშვილის შვილს შეხვდა.

თანამემამულეობამ უკან გადაიწია და გუგავამ მორიგი წმინდა მოგება მიითვალა, რასაც ნახევარფინალში ანალოგიური წარმატება მიაყოლა კანადელ არტურ მარგელიდონთან, ვინც წინა შეხვედრაში ფრიდონ გიგანი დაგვიმარცხა.

ფინალში ზედმეტი სიფრთხილის ბრალი იყო თუ მეტოქის სიძლიერისა, ჩვენებურმა ბრაზილიელ იგორ პარეირას მხოლოდ იუკოთი აჯობა, მაგრამ მთავარი ოქროს მედალია. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდულში ადაპტაციას ეს ბიჭიც კარგად გადის.

ამავე წონაში მასტოპულოსმა გუგავას ჯავრი გიგანზე იყარა და სანუგეშოში ბრინჯაოსკენ მიმავალი გზა გადაუკეტა. არადა, ცუდად არც გიგანი ჭიდაობდა - პირველი სამი წრე მანაც ვაზარით და ორი იპონით გაიარა. აქ მიხეილ მეზურნიშვილმა ორი შეხვედრა მოიგო, აპოლონ ზურაბიანმა - ერთი.

ამ ნაკრებში რევაზ წულუკიძეც ახალი სახეა, ხოლო ლაშა ტაველური ჭაბუკებიდანაა გადმოსული. წულუკიძემ ფინალამდე 4 იპონი მიითვალა - ესტონელ რუსტამ კერიმხანოვთან, პოლონელ მარცინ გმურეკთან, ლიტველ ზილვინას ლეკავიჩიუსთან და უნგრელ გერგო ფოგასუსთან; ფინალში კი საკმაოდ გამოცდილ მეორე უნგრელ კრისტიან ტოტთან ასევე წმინდად წააგო.

ტოტთან დამარცხდა ტაველური, რომელმაც მანამდე ძირითადშიც და დამამშვიდებელშიც ორ-ორი ორთაბრძოლა მოიგო და მესამეზე გავიდა. ამავე წონაში თორნიკე ოთინაშვილი მესამე წრიდან გამოვარდა.

ლევან მატიაშვილი შარშანაც ამ ნაკრებში გამოდიოდა და ევროპაზე ვერცხლიც მოიპოვა. იაპონელ კენგო ლიდასთან ვაზარით მოგების შემდეგ ის ფრანგ ალექსის დიონთან დამარცხდა, სანუგეშოში კი გერმანელ ბენჯამინ ბიუსგამეს, ბრაზილიელ ვიქტორ სილვას და ლიტველ აუგუსტინას სენიაუსკასს აჯობა.

ბრინჯაოსთვის იჭიდავა ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ლერი ჭელიძემ (55), მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. სანუგეშოში გადავიდა გიორგი ნათათრალიშვილიც, მაგრამ მეშვიდე ადგილს ვერ ასცდა; ხოლო გიორგი საჩალელი ადრევე გავარდა.

66-ში შარშანაც არ იყო დიდი არჩევანი და ვერც ახლა გამოჩნდა კარგი პერსპექტივა - ანდრო ბერუაშვილის, ბექა ტუღუშის, ტრისტან ფეიქრიშვილის და ბექა ვიბლიანის კვარტეტიდან ყველაზე უკეთ ტუღუში გამოვიდა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლა იმანაც წააგო და მეხუთეზე დარჩა.

ბექა ღვინიაშვილმა შარშან ჭაბუკთა ნაკრებში ყველაფერი მოიგო, ახალგაზრდებში კი მსოფლიოზე მესამეზე გავიდა.

ამჯერად წარუმატებლად გამოვიდა - ბრაზილიელ ლუკას კანალესს და ჩეხ დავიდ კლამერტს წმინდად კი მოუგო, მაგრამ ბულგარელ ივაილო ივანოვთან წააგო და გავარდა. აქ სხვებზე უკეთ ალექსანდრე ზაალიშვილი გამოვიდა, რომელიც მეშვიდეზე დარჩა. თეიმურაზ ხაჩიძე და ჭაბუკებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი (ოღონდ - ქვედა წონაში) ბექა დონღვანი კი ადრევე გავარდნენ.

ღვინიაშვილი სეზონს მარცხით იწყებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

berlinjudo

Ziudo. axalgazrduli nakrebi

RviniaSvili sezons marcxiT iwyebs

axalgazrdebis pirveli daTvaliereba

vidre londonis olimpiada bolo akordebs gvTavazobda da mTeli saqarTvelo Tavisufali stiliT moWidaveebs qomagobda, swored im dReebSi - 11-12 agvistos berlini axalgazrda ZiudoistTa saerTaSoriso turnirs maspinZlobda evropis Tasze. Cvengan iq mxolod biWebi gamodiodnen da warmatebiTac iWidaves: 3 oqro da 2-2 vercxl-brinjao - aseTia maTi monagari. biWebma gundur CaTvlaSi gaimarjves da ukan Camoitoves iaponia da safrangeTi.

berlinSi biWebis turnirSi 19 nakrebi gamodioda. Cvenebidan Cempionebi vaJa margvelaSvili (60), levan gugava (73) da guram TuSiSvili (100) gaxdnen. vercxlis medlebi revaz wulukiZem (90) da giorgi qavTaraZem (100) moipoves, brinjaosi - laSa tavelurma (90) da levan matiaSvilma (+100).

am gundSi TaobaTa cvlis procesia - SarSandel liderTa umetesoba ufrosebSi gadavida. maT Soris - londonis olimpiadis Cempioni laSa SavdaTuaSvilic (66). sabednierod, berlinSi maT nacvlad axali kadrebic gamoCndnen da Tavi arc Zvelebs SeurcxveniaT.

rogorc vxedavT, germaniaSi Cvenebi yvelaze didi warmatebiT 100 kilogramSi gamovidnen, sadac qarTuli finali vixileT. misi orive monawile SarSan 90 kilogramSi Widaobda, oRond qavTaraZe Tu maSinac axalgazrdulSi gamodioda, TuSiSvili WabukebSi asparezobda, sadac msoflios Cempioni da evropis mesame priziori gaxda. misasalmebelia, rom Tavisi kargi monacemebi aqac warmatebiT gamoiyena. man finalamde sami Sexvedra Caatara da yvela vazariT moigo, oRond avstriel maqsimilian hagenderTan da germanel david hafnerTan Tu Titojer miiTvala es gdeba, naxevarfinalSi holandiel sxors ridersmas orjer gaukeTa da wminda mogeba miiTvala. amasobaSi qavTaraZem rusi denis galievi daaipona, holandieli niels van het reve gafrTxilebebiT moaxsnevina, naxevarfinalSi ki iaponeli ruiko ogava oqros quliT daamarcxa. finalSi TuSiSvili cota ufro aqtiurobda da vazariT moigo.

am wonaSi iaspareza Salva CoCelmac, romelic SarSan WabukebSi TuSiSvilis mTavari konkurenti iyo 90-Si - msoflioze finalSi Sexvdnen erTmaneTs, sadac TuSiSvilma moigo, manamde ki CoCeli evropazec meoreze gavida. is germaniaSi zemoxsenebul ogavastan damarcxda pirvelive wreSi da mere sanugeSoSic waago, erTi kviriT adre ki praRaSic damarcxda aseve evropis Tasze.

margvelaSvili SarSan saerTaSoriso turnirebSi kargad gamodioda, magram evropa-msoflioze sustad iWidava da umedlod darCa. germanuli turniri man holandiel xaime raijmakersis iukoTi ZleviT daiwyo. germanel georg onufrievs Savi dRe ayara - yvela xarisxis ileTi Cautara, meore germanels - marsel bizons vazar-iponiT ajoba, espanel fransisko garigosTan ki SedarebiT gauWirda da iukoTi mougo. naxevarfinalSi iaponeli iuma oSima daaipona, finalSi ki somex arsen tovmasians mougo wmindad, vinc manamde gela kelixaSvils mougo. oSimasTan damarcxda luxum Cxvimiani, romelmac damamSvidebelSi kargad gadaerTo - oTxi Sexvedra moigo, magram brinjaosTvis Sexvedra zemoxsenebul garigosTan waago da meSvideze darCa.

SarSan levan gugavac WabukebSi gamodioda da evropazec da msofliozec mesame saprizo adgilze gavida. am wonaSi yvelaze meti - 64 monawile gamodioda da Cvenebursac didi gzis gavla mouxda saCempiono gvirgvinamde. man pirveli sami barieri - Sveicarieli vinsent genito, germaneli adrian gutbeli da brazilieli luis nogueira filo vazar-iponebiT gadalaxa, meoTxe wreSi ki saberZneTis saxeliT moaspareze roman mastopuloss, WabukTa nakrebis mwvrTnel giorgi revaziSvilis Svils Sexvda. Tanamemuleobam ukan gadaiwia da gugavam morigi wminda mogeba miiTvala, rasac naxevarfinalSi analogiuri warmateba miayola kanadel artur margelidonTan, vinc wina SexvedraSi fridon gigani dagvimarcxa. finalSi zedmeti sifrTxilis brali iyo Tu metoqis siZlierisa, Cveneburma braziliel igor pareiras mxolod iukoTi ajoba, magram mTavari oqros medalia. misasalmebelia, rom axalgazrdulSi adaptacias es biWic kargad gadis.

amave wonaSi mastopulosma gugavas javri giganze iyara da sanugeSoSi brinjaosken mimavali gza gadauketa. arada, cudad arc gigani Widaobda - pirveli sami wre manac vazariT da ori iponiT gaiara. aq mixeil mezurniSvilma ori Sexvedra moigo, apolon zurabianma - erTi.

am nakrebSi revaz wulukiZec axali saxea, xolo laSa taveluri Wabukebidanaa gadmosuli. wulukiZem finalamde 4 iponi miiTvala - estonel rustam kerimxanovTan, polonel marcin gmurekTan, litvel zilvinas lekaviCiusTan da ungrel gergo fogasusTan, finalSi ki sakmaod gamocdil meore ungrel kristian totTan aseve wmindad waago. totTan damarcxda taveluri, romelmac manamde ZiriTadSic da damamSvidebelSic or-ori orTabrZola moigo da mesameze gavida. amave wonaSi Tornike oTinaSvili mesame wridan gamovarda.

levan matiaSvili SarSanac am nakrebSi gamodioda da evropaze vercxlic moipova. iaponel kengo lidasTan vazariT mogebis Semdeg is frang aleqsis dionTan damarcxda, sanugeSoSi ki germanel benjamin biusgames, braziliel viqtor silvas da litvel augustinas seniauskass ajoba.

brinjaosTvis iWidava axalgazrdebSi evropis SarSandelma vice-Cempionma leri WeliZem (55), magram damarcxda da mexuTeze darCa. sanugeSoSi gadavida giorgi naTaTraliSvilic, magram meSvide adgils ver ascda, xolo giorgi saCaleli adreve gavarda. 66-Si SarSanac ar iyo didi arCevani da verc axla gamoCnda kargi perspeqtiva - andro beruaSvilis, beqa tuRuSis, tristan feiqriSvilis da beqa viblianis kvartetidan yvelaze ukeT tuRuSi gamovida, Tumca brinjaosTvis brZola imanac waago da mexuTeze darCa.

beqa RviniaSvilma SarSan WabukTa nakrebSi yvelaferi moigo, axalgazrdebSi ki msoflioze mesameze gavida. amjerad warumateblad gamovida - braziliel lukas kanaless da Cex david klamerts wmindad ki mougo, magram bulgarel ivailo ivanovTan waago da gavarda. aq sxvebze ukeT aleqsandre zaaliSvili gamovida, romelic meSvideze darCa, Teimuraz xaCiZe da WabukebSi msoflios SarSandeli vice-Cempioni (oRond - qveda wonaSi) beqa donRvani ki adreve gavardnen.

irakli TavaZe

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული