მისი წასვლა თითქოს აქამდეც იგეგმებოდა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო რამდენიმე დღით შეფერხდა.
ოლიმპიურ ჩემპიონს თიაქარი იანვრიდან - თბილისის მსოფლიოს თასიდან მოყოლებული აწუხებს, თუმცა რადგან ამ წონაში ოლიმპიადის საგზური მოსაპოვებელი გვქონდა და სალიცენზიო ტურნირებში უწევდა გამოსვლა, ოპერაცია გადადეს.
კიდევ კარგი, თორემ შეიძლება, შავდათუაშვილს საგზური ვერ მოეპოვებინა და, შესაბამისად, ვერც ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა.
შავდათუაშვილი ვენაში დაახლოებით 5-6 დღეს დაჰყოფს, სამშობლოში მომავალი კვირის შუაში დაბრუნდება და მცირეოდენი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ
სურთ, რომ მან 27-28 იანვარს ბრაზილიურ სალვადორ დე ბახიაში გასამართ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში იჭიდავოს.
იმედია, ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ბრაზილიაში გამოსვლაში ხელს არაფერი შეუშლის.