ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საოპერაციოდ ვენაში მიდის

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) 13 სექტემბერს ვენაში გაფრინდება, სადაც თიაქარის ოპერაციას გაიკეთებს.

მისი წასვლა თითქოს აქამდეც იგეგმებოდა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო რამდენიმე დღით შეფერხდა.

ოლიმპიურ ჩემპიონს თიაქარი იანვრიდან - თბილისის მსოფლიოს თასიდან მოყოლებული აწუხებს, თუმცა რადგან ამ წონაში ოლიმპიადის საგზური მოსაპოვებელი გვქონდა და სალიცენზიო ტურნირებში უწევდა გამოსვლა, ოპერაცია გადადეს.

კიდევ კარგი, თორემ შეიძლება, შავდათუაშვილს საგზური ვერ მოეპოვებინა და, შესაბამისად, ვერც ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა.

შავდათუაშვილი ვენაში დაახლოებით 5-6 დღეს დაჰყოფს, სამშობლოში მომავალი კვირის შუაში დაბრუნდება და მცირეოდენი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ
ახალი სეზონისთვის მზადებასაც შეუდგება.

სურთ, რომ მან 27-28 იანვარს ბრაზილიურ სალვადორ დე ბახიაში გასამართ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში იჭიდავოს.

იმედია, ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ბრაზილიაში გამოსვლაში ხელს არაფერი შეუშლის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთი ფარავდეს ლაშას
liana
18:47 12-09-2012
0
წინ ლაშა ოღონდ პოლიტკურ შეხვედრებს მოშორდი ლაშა მაგისტვის ახალგაზრდა ხარ ჯერ, ჯერჯერობით მხოლოდ სპორტზე იფიქრე. ღმერთი გფარავდეს
beqa
19:15 12-09-2012
0

სიახლეები პოპულარული