ფედერაციაში ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას ჯერ არ ამხელენ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ესაა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. მის ასისტენტებად კი ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი იმუშავებენ.
ჯერჯერობით ლაპარაკი არაა ილიას ილიადისზე (ჯარჯი ზვიადაური), რომელიც მოარული ხმებით, ასევე მოიაზრებოდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
აქვე განვმარტავთ, რომ ლაპარაკია დროებით მწვრთნელზე.
ვნახოთ, ყველაფერი 13 სექტემბერს, საღამოს გაირკვევა.