როგორც ირაკლი ცირეკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შეეცდება, საქართველოს ნაკრებს ბევრი ტიტულის და წარმატების მოპოვებაში დაეხმაროს.
"გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომელსაც ძიუდოს ფედერაციის ახალ არჩეულ პრეზიდენტს წარვუდგენთ და შევეცდებით, იმ ნახაზით ვიმუშავოთ.
რაც შეეხება ჩემს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, რომ ბევრი ტიტული მოვიპოვოთ", - განაცხადა ირაკლი ცირეკიძემ.
ნაკრებში ირაკლი ცირეკიძის თანაშემწეები ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი იქნებიან.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 5 ოქტომბერს გაიმართება, რომლის უმთავრესი საკითხი ახალი პრეზიდენტის არჩევა იქნება.
"ინტერპრესნიუსი"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძეა