ირაკლი ცირეკიძე: ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა

AutoSharing Option
13 სექტემბერს საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა.

როგორც ირაკლი ცირეკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შეეცდება, საქართველოს ნაკრებს ბევრი ტიტულის და წარმატების მოპოვებაში დაეხმაროს.

"გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომელსაც ძიუდოს ფედერაციის ახალ არჩეულ პრეზიდენტს წარვუდგენთ და შევეცდებით, იმ ნახაზით ვიმუშავოთ.

რაც შეეხება ჩემს
მთავარ მწვრთნელად დანიშვნას, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, რომ ბევრი ტიტული მოვიპოვოთ", - განაცხადა ირაკლი ცირეკიძემ.

ნაკრებში ირაკლი ცირეკიძის თანაშემწეები ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი იქნებიან.

მწვრთნელები ძიუდოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე წარადგინეს. წარდგენაში მონაწილეობას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და ასევე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც იღებდნენ.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 5 ოქტომბერს გაიმართება, რომლის უმთავრესი საკითხი ახალი პრეზიდენტის არჩევა იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძეა
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ, ბატონო ირაკლი, ურო ბევრ წარმატებებს გისურვებ ვიდრე სპოტსმენობის დროს გქონდა. გფარავდეს ღმერთი
gizog
22:42 13-09-2012
0
კაცი იძახდა ოპოზიციაში გავიქცევიო და გააჩუმეს....ვაი ვაი....ოლომპიური ჩემპიონი კია და გმერთმა გაუმარჯოს მაგრამ ხომ ცნობილია რომ არანაირი სამწვრთვნელო გამოცდილება და ელემენტარული მიდგომა არ გააჩნია....ვაზაგაშვილი ასისტენტი და ეგ მთავარი მწვრთვნელი?:):)????????
luno
23:55 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული