ვეტერანები კიმონოში

AutoSharing Option
ქარელის სასპორტო სკოლის დარბაზმა რეგიონალურ პირად-გუნდურ პირველობას უმასპინძლა ძიუდოში ვეტერანებს შორის. შეჯიბრებაში შიდა ქართლის ოთხივე რეგიონის ორმოცამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

პირად პირველობაში საუკეთესოები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. გაგაცნობთ გამარჯვებულებს: 66 კგ - თენგიზ პავლიაშვილი, 73კგ - გია საბაშვილი, 81კგ - ბესიკ გიორგაშვილი (სამივე-გორი), 90კგ - მამუკა ჩიბირაშვილი, მძიმე - გია კილასონია (ორივე-ქარელი).

გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა: 1. გორი, 2. ქარელი, 3. კასპი. სამივე გუნდი დაჯილდოვდა ფულადი პრიზებით: I ადგილი 1000, II – 650, III – 350 ლარი. ფალავნებს საჩუქრად გადაეცათ
აგრეთვე კიმონოები. ფულადი და ფასიანი საჩუქრები საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გამოჰყო. შეჯიბრების ორგანიზება ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებამ (გია ბერუაშვილი) უზრუნველყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული