ლევან მატიაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები გვაოცებს და გვანებივრებს კარგი გამოსვლით. გია გუგავას გაწვრთნილებმა ამჯერად ხორვატულ პორეჩში გამართულ ევროპის თანატოლთა პირველობაზე 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

ლერი ჭელიძისა (55კგ) და ვაჟა მარგველაშვილის (60) ვერცხლის მედლებზე შაბათს ვწერდით; უქმეებზე კი ჩემპიონი მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი გახდა, ფრიდონ გიგანმა (73) და ბექა ღვინიაშვილმა (81) ვერცხლი იკმარეს, ლევან გუგავა (73) და გურამ თუშიშვილი (100) კი მესამეზე გავიდნენ (დაწვრილებით "ლელოს" 25 სექტემბრის ნომერში).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
გუგავა -- მაგარი ხარ!!! :D გილოცავთ
dzmakaca
20:12 03-10-2012
0

სიახლეები პოპულარული