ზვიად გოგოჭურმა აბუ დაბის "დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ზვიად გოგოჭურმა (90) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აბუ დაბის "დიდ პრიზზე". ეს 13 ოქტომბერს, შეჯიბრების დასკვნით დღეს მოხდა, როცა ჩვენებური ნახევარფინალში რუს კირილ ვოპროსოვთან დამარცხდა.

მდენად, ჩვენი ნაკრები არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ორი მედლით ბრუნდება - გოგოჭურის გარდა, შეჯიბრების პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა (60) ვერცხლი მოიპოვა.

გოგოჭურმა ნახევარფინალამდე ორი შეხვედრა მოიგო წმინდად - მას ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერც პორტუგალიელმა რიკარდო ლოურომ გაუწია და ვერც კანადელმა გილიომ პერლაუტმა. სამაგიეროდ, ვერც თვითონ გაუწია წინააღმდეგობა ვოპროსოვს და იპონით დამარცხდა.

აბუ დაბიში არ უჭიდავია ჩვენი გუნდის კიდევ
ერთ წევრს, ევროპის ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანს, რომელსაც იქ თითქოს 100 კილოგრამში უნდა ეჭიდავა, განაცხადიც გააკეთა და წილისყრის ოქმებშიც იყო, მაგრამ საერთოდ არ ჩასულა საემიროეში - ის გერმანიიდან, სადაც ბუნდესლიგაში გამოდიოდა, არაბეთის ნაცვლად საქართველოში ჩამოფრინდა და ანაკლიაში შეკრებაზე მყოფ მთავარ ნაკრებს შეუერთდა, რომელიც 27-28 ოქტომბერს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს გუნდური პირველობისთვის ემზადება.

კვარცხლბეკი.
90 კგ. 1. კირილ ვოპროსოვი (რუსეთი); 2. შერალი ჯურაევი; 3. დილშოდ ჩორიევი (ორივე - უზბეკეთი), ზვიად გოგოჭური (საქართველო).
100 კგ. 1. სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი); 2. რამზიდინ საიდოვი; 3. უტკურ ყურბანოვი (ორივე - უზბეკეთი), დაისუკე კობაიაში (იაპონია).
+100 კგ. 1. მასარუ მომოსე (იაპონია); 2. დავიდ მოურა (ბრაზილია); 3. კაკაიან მერედოვი (ტაჯიკეთი), ადილჯონ ტულენდიბაევი (უზბეკეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული