ახალი წესები: უმცროსებს ძიუდოში ასაკი მოემატათ

AutoSharing Option
ვიდრე ძიუდოს წესებში გლობალურ ცვლილებებს ისევ ელოდებიან, ამასობაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ასაკი - თუ აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებში 20-წლამდელი ფალავნები გამოდიოდნენ, ახლა მათი ასაკი 1 წლით გაიზარდა და 21 წლამდე ექნებათ იქ ჭიდაობის უფლება; ჭაბუკების ასაკი კი 17-დან 18 წლამდე გაიზარდა. ამასთან, ჭაბუკებს მტკივნეული ილეთების გამოყენების ნებაც მიეცათ, რაშიც აქამდე შეზღუდულები იყვნენ. ორივე ცვლილება ძალაში გაისად, 1 იანვრიდან შევა.

ამასობაში გაირკვა, რომ წესებში მასშტაბურ ცვლილებებს აღარ შეიტანს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA). ყოველ შემთხვევაში, 19-24 მარტს თბილისში გასამართ
ევროპის ჩემპიონატამდე ამას არ გეგმავს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ჩვენც გაცნობეთ, რომ ნოემბერში ამ ფედერაციის კონგრესი უნდა გამართულიყო, სადაც ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ წესებში შესატანი ცვლილებები და წონითი კატეგორიების შეცვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს ფედერაციაში FILA-დან წერილი მოვიდა, რომელიც ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ იუწყებოდა.

მასში ისიცაა ნათქვამი, რომ მომავალში თუ რამე შეიცვლება, თავდაპირველად ექსპერიმენტებს ასაკობრივ შეჯიბრებებში ჩაატარებენ და არა პირდაპირ უფროსებში. ცვლილებები პატარებში თუ გაამართლებს, დიდებში მერე გამოცდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული