ინციდენტის გამოხმაურება: ეს იყო უკანასკნელი რეციდივი ძიუდოში

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებიდან დაბრუნდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი. იგი ჩამოსვლისთანავე გაცნობია ქართულ ძიუდოში ბოლო დროს მომხდარ კონფლიქტს და რედაქციაშიც დაუყოვნებლივ შეგვეხმიანა.

- როგორც დავადგინე, ამერიკაში ჩემი მივლინებისას ძიუდოს აკადემიის ცენტრალურ დარბაზში 9 ნოემბერს მოხდა ინციდენტი. ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის ვარჯიშის დროს დარბაზში არასპორტულ ფორმაში შევიდა 2 სპორტსმენი და ერთი უცხო პირი, რომლებიც პროვოკაციის მიზნით დაუპირისპირდნენ გუნდის მწვრთნელებს. საბედნიეროდ, ვარჯიში არ ჩაშლილა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ფაქტი არის ძიუდოს ფედერაციაში ბოლო წლებში განვითარებული უმახინჯესი
მოვლენების უკანასკნელი რეციდივი.

ქართველი ხალხი ყველანაირად იმსახურებს იამაყოს იმ დიდებული ფენომენით, რასაც ქართული ძიუდო ჰქვია.

ქართული ძიუდოს ოჯახიდან უნდა გადიოდეს ამბები სამართლიანობის, ვაჟკაცობის, დარბაისლობისა და დიდსულოვნების. ქართული ძიუდო სიხარულის მომტანი უნდა იყოს ჩვენი ერისათვის
- გვითხრა დავით ხახალეიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?
მკითხველის კომენტარები / 2 /
კომუნისტურ გამოსვლას გავს ამ კაცის გამოსვლაა.ნაცების ზონდერებოოო.მაშინ ხო კარგი იყო ბიზინას დანიშნულ ხელპასებს რო იდებდთ ჯიბეში თქვენ და ცირეკიძეს დანარჩენებიი ეხლა როო გახდით ვითომ ძIუდოს პატრიოტები...არ იდარდოთ თქვენზე ბევრად ბევრი პატრიოტიააა და მიხედავს ამ სამყაროსსს.
zvelo
14:27 17-11-2012
0
დათო მაგარი კაცია ნამდვილად,მგრამ ნაცებიდან მოდის მაინც,ამან დანიშნა ცირეკიძე და დალშე სხვა ასისტენტები...ამ დზველ მობიჭო ცირეკას და გუჯეჯას თუ მოიშორებს ვემხრობი მის დანიშვნას.მართლა პატიოსანი პიროვნება.ცირეკამ და გიჯეჯიანმა შვილები აგზარდონ ჯერ....
ameri
23:11 16-11-2012
0

სიახლეები პოპულარული