დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს

AutoSharing Option
22 ნოემბერს ძიუდოს აკადემიაში პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა დავით ხახალეიშვილმა და სკანდალური განცხადებებიც გააკეთა, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა.

მანვე მის წინააღმდეგ მიმართული ანტისახელისუფლებო პროცესების მონაწილედ შსს-ს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაასახელა და ძიუდოდან შოთა ხაბარელის ჩამოშორება მოითხოვა.

მართალია, 22-შივე მის ამ განცხადებას საპირისპირო ხასიათის გამოხმაურება მოჰყვა სამინისტროდანაც და პრეზიდენტობის მეორე კანდიდატ მამუკა ხაბარელის მხრიდანაც, მაგრამ ჯერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვთქვათ, რომელსაც ხახალეიშვილთან ერთად ქუთაისელთა მეორე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი
ცირეკიძე
და ცნობილი მწვრთნელი გურამ მოდებაძეც ესწრებოდნენ.

დავით ხახალეიშვილი: "დაახლოებით 5 დღის წინ, ღამის 11-ის ნახევრისთვის დამიბარა სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა. ცხადია, მივედი. მის კაბინეტში დამხვდნენ სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და მამუკა ხაბარელი.

მათ იქ ყოფნას არ ველოდი და ამის შესახებ მინისტრსაც ვუთხარი. მომთხოვეს კანდიდატურის მოხსნა, სანაცვლოდ კი ვიცე-პრეზიდენტობას მთავაზობდნენ, რაზეც არ დავეთანხმე. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და საქმეში ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ჩართული.

არ მგონია, ეს მართალი იყოს. ამიტომაც მინდა, ეს საკითხი მივიდეს ბატონი ბიძინას და საზოგადოების ყურამდე. აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო ხალხს, საზოგადოებას, ძიუდოში ბოლო პერიოდში მიმდინარე ამბების შესახებ, მაგრამ გაძლევთ პირობას, ეს უმსგავსობა დამთავრდება.

ძიუდოდან მხოლოდ რაინდობის და წარმატების ამბები უნდა გადიოდეს. არ მინდა, ჩემმა შვილმაც ისეთ სიბინძურეში იჭიდაოს, როგორშიც მე მამყოფეს.

ამიტომ ეს ვითარება უნდა შევცვალოთ. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია. უპირველესად, სიბინძურეების გამავრცელებლებს უნდა შევუკრათ ხელები. ხელისუფლებამდე უნდა მივიდეს, რომ მათი სახელით მანიპულირებენ და უნდა ჩატარდეს სუფთა არჩევნები.

ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს, ხოლო ვინაა უკეთესი, ეს ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტოს.

ისინი გრძნობენ, რომ წააგებენ და ახლა არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. რეგიონებში უკვე მიდის გარკვეული დოზის ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, რაშიც პოლიციელებიც მონაწილეობენ".


ირაკლი ცირეკიძე: "ნაკრები უკვე უნდა ემზადებოდეს - იაპონიაში კანოს ტურნირი ტარდება. ბაკურიანში შეკრების გავლა გვინდოდა, მაგრამ გვეუბნებიან, ფული არააო.

8-9 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება. იმისთვის თუ გამოინახება თანხა, სადღეისოდ არ არის? ეს დაპირისპირება უნდა დამთავრდეს, რადგან ყველა დაიღალა - ხალხიც და ჩვენც.

ამ სიბინძურეში ახალი თაობა არ უნდა გავრიოთ. ახლა ცდილობენ, არჩევნები ჩაშალონ და ცდილობენ ზემოქმედებას ჩვენზე, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ჩემპიონებისთვის შიში უცხოა და უკან არ დავიხევთ.

ვინც ჩვენგან მოპარული ფულებითაა გაზრდილი, მას უფლება არ აქვს, დღეს ხელმძღვანელად მოვიდეს. შოთა ხაბარელის წინააღმდეგ უამრავი ფაქტი არსებობს, ამას ძიუდოს მთელი ოჯახი დაგვიდასტურებს - პრემიები იქნება თუ მოჭიდავეთა უცხოეთში გაყიდვა.

მაგალითად, პირადად შევესწარი რუსლან გედენიძესთან მის ლაპარაკს, როცა საბერძნეთში წასვლა შესთავაზა.

მაშინ ბაქოდან მოვდიოდით, მე და გედენიძე კი ერთ კუპეში ვიყავით, როგორც ქუთაისელები. შემოვიდა ხაბარელი და ეუბნება, ამ წონაში ნესტორ ხერგიანი მყავს და ნაკრებში შენ ვერ დაგაყენებ, სამაგიეროდ, საბერძნეთში გაგიშვებო.

ჯერ ერთი, ნეტავ ყველა წონაში მყავდეს რამდენიმე ხერგიანი, კედელაშვილი, შავდათუაშვილი და სხვა, მაგრამ გედენიძის, ჯარჯის და სხვათა მედლები ხომ ჩვენ ჩაგვეთვლებოდა? ეს რომ დასაბუთებული არ იყოს და არგუმენტი არ მქონდეს, ისე ხომ არ ვილაპარაკებდი?"


ძიუდოისტების უცხოეთში გაყიდვის თემას მოდებაძეც შეეხო, რადგან მისი პირადი მოსწავლე ჯარჯი ზვიადაური, ვინც ილიას ილიადისის სახელით აწ უკვე მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია, საბერძნეთში "გასხვისებული" ერთ-ერთი პირველი სპორტსმენია.

მოდებაძის თქმით, მან ყველაზე ბოლოს გაიგო, ჯარჯის საბერძნეთში რომ უშვებდნენ - როცა თურმე 2001 წელს ესპანურ მურსიაში ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ სტიპენდია არ დაუნიშნეს და მიზეზი იკითხა. მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ მისი საბერძნეთში წასვლა გადაწყვეტილი ყოფილა.

ოღონდ შენ დაგვთანხმდი და მოდებაძესთან ჩვენ ვართ პასუხისმგებელიო, მოდებაძის სიტყვებით, თურმე ასე დაიყოლიეს ჯარჯი.

მწვრთნელმა ის დროც გაიხსენა, როცა ათენის ოლიმპიადის ბუმის შემდეგ ფედერაციამ ტატამები შემოიტანა, მაგრამ მის დარბაზს ერთიც არ შეახვედრეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თამაზ თევზაძე დავით ხახალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
მკითხველის კომენტარები / 12 /
მარტო ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ამ ბატონებს,ეს "მონსტრი" ხაბარელი რომ,ჩამოაცილეთ ძიუდოს,მერე რა ხდებოდა?ყველეფერი სუფთათ იყო ძიუდოში?აღმოიფხვრა სიბინძურე?აღარაა ხაბარელი ფედერაციაში მაგრამ ისევ რომ ჭამთ ერთმანეთს ვისი ბრალია?ყიპიანისგან ზეწოლაზე რომ,საუბრობთ,აქამდე არაფერი გსმენიათ ხელისუფლების მხრიდან ფედერაციებზე ზეწოლაზე?ყველა ნაკრები რომ,ვალდებული იყო,ნაცვლისვილის კუთვნილ ბაზებზე გაევლოთ შეკრებები და ამ დროს,ბევრად უკეთესი ადგილები იყო საამისოდ,ამის შესახებ არ გსმენიათ რამე?
daviti
10:56 23-11-2012
0
ხაბარელის წასვლის მერე ვინ რა გააკეთა მასზე მეტი? ეგ წავიდეს და ხაბულიანი ნაგავი დარჩეს?
status quo
12:04 23-11-2012
0

სიახლეები პოპულარული