4-8 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ ტურნირში საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობით იასპარეზებს. გუნდის თავკაცმა ოლეგ იაძემ ჩემპიონატში საასპარეზოდ შემდეგი ფალავნები შეარჩია:
უშანგი კუზანაშვილი (52), ავთანდილ ცინცაძე (57), დავით სვიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ლევან წიკლაური (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ალექსი დავითაშვილი (მძიმე).
ოღონდ აქ ერთი შენიშვნაც: წიკლაური ამ შაბათს ძიუდოში იჭიდავებს როტერდამის "დიდ პრიზზე" და ღმერთმა ტრავმისგან დაიფაროს, მაგრამ თუ რამე ამგვარი მაინც მოხდა, მაშინ ნიკოლოზ კუცია შეცვლის. ბოლომდე არც
მძიმე წონის საკითხი გარკვეულა - დავითაშვილი უპირველესი ფავორიტია, მაგრამ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. თუ ის ბოლომდე მოურჩა, მაშინ ტაშკენტშიც გამოვა, თუ არადა მის ნაცვლად ვახტანგ ზოიძე იჭიდავებს.