აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა ვარჯისებზე დაგვიანებისთვის როტერდამში ნაკრების ორი ძველი ლიდერი არ წაიყვანა - მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გუჯეჯიანი
21:17 13-10-2010
ლიპარტელიანის დებიუტი
AutoSharing Option
პარასკევს როტერდამში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელიც სადებიუტოა ჩვენი ნაკრების ახალდანიშნულ თავკაც სოსო ლიპარტელიანისთვის. მისი გადაწყვეტილებით, როტერდამში დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზაზა კედელაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100). ამათგან გოგოჭური საკუთარი ხარჯებით მიდის, დანარჩენები კი ფედერაციამ დააფინანსა.
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა ვარჯისებზე დაგვიანებისთვის როტერდამში ნაკრების ორი ძველი ლიდერი არ წაიყვანა - მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გუჯეჯიანი
(+100) და ლომერ ჟორჟოლიანი (100). პარასკევს ვაჟთაგან 60 და 66 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, შაბათს - 73-81-ის, კვირას კი ტურნირს 90, 100 და +100-ის მოჭიდავეები დაასრულებენ. როტერდამის შემდეგ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ჩვენები ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც იჭიდავებენ, მერე კი - ნოემბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატია. სწორედ იქ გაირკვევა ნაკრების ძირითადი ბირთვი, რომელიც საგაისო ტურნირებში იჭიდავებს.
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა ვარჯისებზე დაგვიანებისთვის როტერდამში ნაკრების ორი ძველი ლიდერი არ წაიყვანა - მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გუჯეჯიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული