გიორგი ზანთარაია ლაშა შავდათუაშვილის კონკურენტი გახდება?

AutoSharing Option
არაა გა­მო­რიცხუ­ლი, უკ­რა­ი­ნელ­თა ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვან­მა ძი­უ­დო­ის­ტ­მა, ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ­მა, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის გი­ორ­გი ზან­თა­რა­ი­ამ წო­ნი­თი კა­ტე­გო­რია შე­იც­ვა­ლოს და 66 კი­ლოგ­რამ­ში გად­მო­ვი­დეს, ანუ ოლიმ­პი­ური ჩემ­პი­ონი ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის მე­ტო­ქედ იქ­ცეს.

სპორ­ტ­ს­მენს სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია, მაგ­რამ სე­ვას­ტო­პოლ­ში გა­მარ­თულ უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლო­ბა­ში ახალ წო­ნა­ში იჭი­და­ვა და და­მა­ჯე­რებ­ლა­დაც - ფი­ნა­ლამ­დე იოლად გა­ი­ა­რა გზა, იქ კი პოლ­ტა­ველ ან­დ­რეი ბურ­დუნს ისე­თი გდე­ბა ჩა­უ­ტა­რა, მე­ტო­ქემ გო­ნე­ბა და­კარ­გა.

ზან­თა­რა­ი­ამ წო­ნის მო­სა­ლოდ­ნელ შეც­ვ­ლას­თან ერ­თად კო­მენ­ტა­რი იმ ხმებ­ზეც გა­ა­კე­თა, თით­ქოს ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­სი წა­გე­ბა წო­ნის მკვეთ­რ­მა დაკ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"ოლიმ­პი­ა­დის
შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტი, პრო­ფე­სო­რი და ძი­უ­დოს მოღ­ვა­წე ამ­ბობ­და, თით­ქოს ოლიმ­პი­ა­დის წინ მთე­ლი 10 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი, რაც არას­წო­რია.

ჩე­მი ნორ­მა­ლუ­რი წო­ნაა 65-66 კი­ლოგ­რა­მი. ოლიმ­პი­ა­დის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მწ­ვრთნე­ლებ­თან ერ­თად გა­დავ­წყ­ვი­ტე, 60 კი­ლოგ­რამ­ში აღარ და­ვიკ­ლო.

ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლო­ბის წინ ეს არც მიც­დია. უახ­ლო­ეს გეგ­მებ­ში 66 კი­ლოგ­რა­მი ჩემ­თ­ვის ოპ­ტი­მა­ლურ ვა­რი­ან­ტად მი­მაჩ­ნია, თუმ­ცა ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში"
- გა­ნაცხა­და ქარ­თ­ველ­მა და თან დას­ძი­ნა, რომ ახალ წო­ნა­ში მის­თ­ვის უცხო არა­ვი­ნაა, რად­გან მათ­თან ერ­თად მუდ­მი­ვად შეკ­რე­ბებ­ზეა და სპა­რინგ-პარ­ტ­ნი­ო­რე­ბიც არი­ან.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძნე­ლი ტურ­ნი­რი იყო, რად­გან ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ჭი­და­ობ­და და ბევ­რი რა­მე უნ­და და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა.

"ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძნე­ლი იყო. მე მჭირ­დე­ბო­და არა უბ­რა­ლოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბა, არა­მედ იმ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რწმე­ნა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა.

მშვე­ნივ­რად ვი­ცი, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მოხ­და, რო­გორც მინ­დო­და, მაგ­რამ ეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა უკ­ვე და­ვი­ვიწყე და სუფ­თა ფურ­ც­ლი­დან ვაგ­რ­ძე­ლებ კა­რი­ე­რას"
- ესეც მი­სი სიტყ­ვე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზან­თა­რაია წარ­მო­შო­ბით გა­ლი­და­ნაა, უკ­რა­ი­ნა­ში კი აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­და, სა­დაც მი­სი ოჯა­ხი იქ მცხოვ­რებ­მა დე­ი­დამ შე­ი­ფა­რა.

გი­ორ­გი მა­შინ 10 წლი­სა იყო და ვარ­ჯი­შიც იქ­ვე და­იწყო. ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბას კი 2009 წელს მი­აღ­წია, რო­ცა რო­ტერ­დამ­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბა მო­ი­გო და უკ­რა­ი­ნას ის­ტო­რი­უ­ლი ოქ­რო მო­უ­ტა­ნა. ის მომ­დევ­ნო წელ­საც გა­ვი­და მსოფ­ლი­ოს ფი­ნალ­ში, მაგ­რამ უზ­ბეკ რი­შოდ სო­ბი­როვ­თან და­მარ­ცხ­და და ვერცხლს დას­ჯერ­და.

ზან­თა­რაია მსოფ­ლი­ო­ზე უმედ­ლოდ არც შარ­შან დარ­ჩე­ნი­ლა - მე­სა­მე­ზე გა­ვი­და. შარ­შან­ვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და და ლონ­დონ­ში წო­ნის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად ჩა­ვი­და. მი­სი გან­წყო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად მე­უღ­ლე­მაც სა­გან­გე­ბოდ იზ­რუ­ნა და წას­ვ­ლამ­დე ორი დღით ად­რე პირ­ვე­ლი შვი­ლი - ბი­ჭი აჩუ­ქა, თუმ­ცა ზან­თა­რა­ი­ას ვე­რა­ფერ­მა უშ­ვე­ლა და პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში იტა­ლი­ელ ევ­რო­პის ორ­გ­ზის და მსოფ­ლი­ოს მე­სა­მე პრი­ზი­ორ ელიო ვერ­დეს­თან წა­ა­გო.

ეს იყო ერ­თა­დერ­თი ჩაგ­დე­ბუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა მთე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა არა მხო­ლოდ მის­თ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბის­თ­ვის, რაც გუნ­დის თავ­კაც ვი­ტა­ლი დუბ­როვს პოს­ტის და­კარ­გ­ვად და­უჯ­და.

ზან­თა­რა­ი­ამ 66 კი­ლოგ­რამ­ში ბრა­ზი­ლი­ა­შიც იჭი­და­ვა მსოფ­ლი­ოს გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა სხვა­ნა­ი­რად ვერც იქ­ნე­ბო­და, რად­გან ამ რან­გის შე­ჯიბ­რე­ბა­ში 60 კი­ლოგ­რა­მი ამო­ღე­ბუ­ლია პროგ­რა­მი­დან.

ჩვე­ნე­ბურს თა­ვი არც იქ შე­ურ­ცხ­ვე­ნია - რუს მი­ხე­ილ პუ­ლი­ა­ევს მო­უ­გო. რო­გორც სპორ­ტ­ს­მე­ნის ინ­ტერ­ვი­უ­დან ირ­კ­ვე­ვა, ის თურ­მე არც აპი­რებ­და ბრა­ზი­ლი­ა­ში ჭი­და­ო­ბას და გუნ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ში პი­რად მწვრთნელს, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ დუბ­როვს და­ურ­წ­მუ­ნე­ბია.

ცხა­დია, უკ­რა­ი­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტანს სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბის დათხოვ­ნის შე­სა­ხე­ბაც ჰკითხეს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ვი­ტა­ლი დუბ­რო­ვი თა­ვის­მა ტყუ­პის­ცალ­მა ძმამ - სერ­გეი დუბ­როვ­მა შეც­ვა­ლა.

ზან­თა­რაია უკ­მა­ყო­ფი­ლოა ამ ცვლი­ლე­ბით, რა­შიც შე­საძ­ლოა, დი­დი რო­ლი იმა­ნაც ითა­მა­შა, რომ ვი­ტა­ლი დუბ­რო­ვი მი­სი პი­რა­დი მწვრთნე­ლია.

"ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ვლა­დი­მირ სივ­კო­ვიჩ­მა ბევ­რი გა­ა­კე­თა ძი­უ­დოს­თ­ვის, მაგ­რამ მის გარ­შე­მო არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დი­ან.

ისი­ნი წყვე
ტენ არა ძი­უ­დოს, არა­მედ პი­რად პრობ­ლე­მებს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე თუ გაგ­რ­ძელ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძი­უ­დოს დო­ნე და­ე­ცე­მა.

ბო­ლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ უმაღ­ლე­სი დო­ნის შე­დე­გე­ბი ვაჩ­ვე­ნეთ. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ოლიმ­პი­ა­და იყო.

მთა­ვა­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბა 2011 წელს მო­ვი­პო­ვეთ სტამ­ბუ
ლ­ში, ევ­რო­პის გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბა­ზე, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბებს მო­ვუ­გეთ. ამ ქვეყ­ნებ­ში კი ძი­უ­დო ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია, ლა­მის ფეხ­ბურთს უტოლ­დე­ბა.

ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის მად­ლო­ბაც არ მიგ­ვი­ღია ფე­დე­რა­ცი­ის­გან, არა­თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრე­მია. ჩე­მი აზ­რით, მწვრთნელ­თა ცვლი­ლე­ბა ჩვენს ძი­უ­დოს კარგს არა­ფერს მო­უ­ტანს.

ჩვენ მე­გობ­რუ­ლი გუნ­დი გვყავს, რა­საც ნე­ბისმიერი სპორ­ტ­ს­მე­ნი და­ა­დას­ტუ­რებს, ვინც ნაკ­რებ­ში იმ მწვრთნელ­თა ხელ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ძი­უ­დო­ის­ტებ­მა იცი­ან, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თად ხდე­ბა - ვინც შე­დეგს აჩ­ვე­ნებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზეც მი­დის; ვინც არა - სახ­ლ­ში ზის.

ყვე­ლა­ფე­რი წყდე­ბა არა კა­ბი­ნე­ტებ­ში და მა­გი­დას­თან, არა­მედ - ტა­ტამ­ზე"
- საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო შე­ფა­სე­ბებ­ში ზან­თა­რაია.

მან სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ილა­პა­რა­კა და გა­ნაცხა­და, რომ პი­რად მწვრთნელ­თან შე­თან­ხმე­ბით, მა­ლე მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი ტურ­ნი­რი­დან და­იწყოს ახა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის მზა­დე­ბა - 2-3 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში გა­სა­მარ­თი კონ­ტი­ნენ­ტუ­რი თა­სი­დან თუ ზუს­ტად ერ­თი კვი­რის თავ­ზე ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი პა­რი­ზუ­ლი "დი­დი მუ­ზა­რა­დი­დან".

ცხა­დია, გვე­სი­ა­მოვ­ნე­ბა, თბი­ლის­ში თუ ჩა­მო­ვა, მაგ­რამ პა­რი­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამის შან­სი ძალ­ზე მცი­რეა - ის ბევ­რად სო­ლი­დუ­რი შე­ჯიბ­რე­ბაა, სა­დაც მუ­­დამ ელი­ტა იკ­რი­ბე­ბა ხოლ­მე და წამ­ყ­ვან ფა­ლა­ვან­თა უმე­ტე­სო­ბა, რო­გორც წე­სი, იქ არ­ჩევს გა­მოს­ვ­ლას.

გა­ე­რე­ვა ქარ­თ­ვე­ლი "მამ­ლებ­ში"?
პა­რი­ზი ვახ­სე­ნეთ და და­სას­რულს კი­დევ ერთ მამ­ლუქ­ზეც ვთქვათ, რო­მე­ლიც "მამ­ლე­ბის" კარ­ზე აკა­კუ­ნებს - ესაა სამ­ბო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ ვეფხია ავა­ლი­ა­ნის ვა­ჟი - ტრის­ტან ავა­ლი­ა­ნი (73).

თუმ­ცა ზან­თა­რა­ი­ას მსგავ­სად, მამ­ლუ­ქი მა­საც პი­რო­ბი­თად ეთ­ქ­მის, იმ­დე­ნად პა­ტა­რა წა­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან.

ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის შემ­დეგ ვეფხია ავა­ლი­ა­ნი საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, სა­დაც მწვრთნე­ლა­დაც მუ­შა­ობ­და.

შვი­ლიც იქ მი­იყ­ვა­ნა სა­ვარ­ჯი­შოდ ქა­ლაქ ნი­ორ­ტ­ში და უკ­ვე პირ­ველ შე­დე­გებ­საც იმ­კი­ან - შარ­შან ტრის­ტა­ნი ახალ­გაზ­რ­დებ­ში საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ნაკ­რებ­შიც იას­პა­რე­ზა, წლე­ულს კი საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ჯერ მა­ინც "ყვინ­ჩი­ლაა" და "მამ­ლებ­თან" ვე­რას გახ­და - პირ­ვე­ლი­ვე წრე­ში ნილს დე­რეტ­თან წა­ა­გო.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც დი­დია შან­სი, ქარ­თ­ვე­ლი საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ვი­ხი­ლოთ.

და­ბო­ლოს, ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­აც მონ­პე­ლი­ე­ში გა­მარ­თულ ფრან­გ­თა პირ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - მას­ში ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, ქალ­თა შო­რის მსოფ­ლი­ოს სამ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი ლუ­სი დე­კო­სიც (70) მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ დროს კი პა­რი­ზის ახ­ლოს, ქა­ლაქ ტი­ე­ში მი­სი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გა­ქურ­დეს.

ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო მო­პარ­ვას გა­და­ურ­ჩა, რად­გან ის სპორ­ტ­ს­მენს თან ჰქონ­და; მსოფ­ლი­ოს სა­მი­ვე ოქ­რო კი აივ­ნი­დან გა­და­სულ­მა ქურ­დებ­მა ხელს გა­ა­ყო­ლეს ლეპ­ტოპ­სა და სა­მა­ჯურ­თან ერ­თად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული