დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია

AutoSharing Option
10 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

ყრილობაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად, დელეგატთა ხმების უმრავლესობით, დავით ქევხიშვილი აირჩიეს, რომელიც ფედერაციას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ქევხიშვილის დანიშვნას მხარი ძიუდოს ფედერაციის დღევანდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს. კენჭისყრაში 41 დელეგატი მონაწილეობდა.

საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტის პოსტზე დავით ქევხიშვილის გარდა, კიდევ ორი კანდიდატი განიხილებოდა - თემურ ხუბულური და ირაკლი ცირეკიძე, თუმცა ყრილობის მიმდინარეობისას ორივე მათგანმა კანდიდატურა ქევხიშვილის სასარგებლოდ მოხსნა.

როგორც ახალი პრეზიდენტი აცხადებს, მუშაობას უკვე ხვალიდან
შეუდგება. მისი თქმით, აქვს კონკრეტული გეგმები, ხედვები, სტრატეგია და ნებისმიერი გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნება აღმასრულებელ კომიტეტთან, ქევხიშვილის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძიუდოს ოჯახის სასარგებლოდ.

ამასთან, როგორც ქევხიშვილი აღნიშნავს, მისი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, რომ საზოგადოებისთვის ყველა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ამ დრომდე არსებობდა ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით, მოიხსნას.
მკითხველის კომენტარები / 9 /
დათო ძაან მაგარი ხარ,ძალიან განათლებული წარმატებებს გისურვებ
sofiko
18:22 09-02-2013
0
დზალიან გამიხარდა.მჯერა უდიდესი პასუხისმგებლობიტ და წესიერებით მოეკიდება დათო და ღირსეულად გაუძღვება ყველაფერს!
nino xucisvili
21:49 11-12-2012
0

სიახლეები პოპულარული