ყრილობაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად, დელეგატთა ხმების უმრავლესობით, დავით ქევხიშვილი აირჩიეს, რომელიც ფედერაციას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ქევხიშვილის დანიშვნას მხარი ძიუდოს ფედერაციის დღევანდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს. კენჭისყრაში 41 დელეგატი მონაწილეობდა.
საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტის პოსტზე დავით ქევხიშვილის გარდა, კიდევ ორი კანდიდატი განიხილებოდა - თემურ ხუბულური და ირაკლი ცირეკიძე, თუმცა ყრილობის მიმდინარეობისას ორივე მათგანმა კანდიდატურა ქევხიშვილის სასარგებლოდ მოხსნა.
როგორც ახალი პრეზიდენტი აცხადებს, მუშაობას უკვე ხვალიდან
ამასთან, როგორც ქევხიშვილი აღნიშნავს, მისი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, რომ საზოგადოებისთვის ყველა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ამ დრომდე არსებობდა ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით, მოიხსნას.