ფერნანდო ტორესი: რაფაელ ბენიტესს მხარი უნდა დავუჭიროთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა "სანდერლენდთან" პრემიერლიგის მე-16 ტურის შემდეგ გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

"ოდნავ სხვანაირად დავიწყეთ თამაში. არ ვცდილობთ ბურთის გაჩერებას ცენტრში, პირდაპირ წინ ვაკეთებთ გადაცემებს, სადაც მე, მოზესი ან აზარია.

ამ დროს მატასა და ოსკარის ძლიერ მხარეებს ვიყენებთ მოედნის ცენტრში. ახლა უფრო ხშირად ვუტევთ და უფრო მეტ საგოლე მომენტს ვქმნით.

საერთოდ, როცა ახალი მწვრთნელი მოდის, თამაშის გადაწყობას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ კოლექტივში არაფერი შეცვლილა და კვლავ ერთი გუნდი ვართ. განვლილ მატჩებში მიღწეული წარმატება მხოლოდ საკუთარ ძალებში რწმენას შეგვმატებს,
რაც ახლა აუცილებლად გვჭირდება.

როცა ნოემბერში ცუდი შედეგები გვქონდა, არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეუმჯობესებინა. ახლა ჩვენს მწვრთნელს უნდა დავუჭიროთ მხარი. ბენიტესისთვის ეს რთული სიტუაციაა, მაგრამ როცა შედეგი გაქვს, უფრო გიადვილდება მუშაობა.

დიდი ხანი ვერ გამქონდა პრემიერლიგაში. მიხარია, რომ კვლავ გამაქვს გოლები და მით უმეტეს, გუნდმა გამარჯვება დაიწყო",
- თქვა ტორესმა.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: სუპერდერბი ფერგის საყვარელი სცენარით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული