ძი­უ­დომ რი­ომ­დე ახა­ლი წე­სე­ბი და­ად­გი­ნა

AutoSharing Option
მორიგი ოლიმპიური ციკლის საწყის სეზონს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალი წესებით ხვდება, რომელთა უმრავლესობაც არსებითია და ძირეულად ცვლის საჭიდაო სტილს. ჯერჯერობით ლაპარაკია საექსპერიმენტო პერიოდზე - რეფორმები დაიწყება 2013 წლის 9-10 თებერვალს პარიზში გასამართ "დიდ მუზარადზე" და გაისადვე, 26-31 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში ჩასატარებელი მსოფლიოს პირველობის ჩათვლით იმოქმედებს.

ამ პერიოდში დააკვირდებიან, რამდენად გაამართლებს, რომელი პუნქტი იქნება წარმატებული, რომელი - არა, შემდეგ კიდევ იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

იყო მსოფ­ლიო, გახ­და კონ­ტი­ნენ­ტუ­რი
თა­ვი­დან ისეთ ცვლი­ლე­ბებ­ზე ვთ­ქვათ, რო­მე­ლიც უფ­რო ტექ­ნი­კურ მხა­რეს ეხე­ბა და არა
სა­ჭი­დაო სტილს. კერ­ძოდ, კვლავ ბრუნ­დე­ბა და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი ეტა­პი, რო­მე­ლიც ბო­ლო წლებ­ში მას­ტერ­ს­ზე, "დიდ მუ­ზა­რად­სა" და "დიდ პრიზ­ზე" არ მოქ­მე­დებ­და - ამი­ე­რი­დან უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე იმოქ­მე­დებს.

თუმ­ცა სა­ნუ­გე­შო­ში კვლა­ვაც მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი გა­დავ­ლენ და არა ად­რინ­დელ ეტაპ­ზე წა­გე­ბუ­ლე­ბი. მსოფ­ლი­ოს თა­სებს ამი­ე­რი­დან კონ­ტი­ნენ­ტუ­რი თა­სე­ბი ეწო­დე­ბა.

შე­იც­ვა­ლა ქუ­ლა­თა და­რიცხ­ვის სის­ტე­მაც. აქ უც­ვ­ლე­ლად მხო­ლოდ კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა დარ­ჩა - ჩემ­პი­ო­ნი კვლა­ვაც 100 ქუ­ლას მი­ი­ღებს, და­ნარ­ჩენ ტურ­ნირ­თა შე­ფა­სე­ბე­ბი კი გა­ი­ზარ­და. ამი­ე­რი­დან "დი­დი პრი­ზის" გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი 300 ქუ­ლას მი­ი­ღებს ძვე­ლი 200-ის ნაც­ვ­ლად, მე­ო­რე-მე­სა­მე პრი­ზი­ო­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, 180-120-ს.

"დიდ მუ­ზა­რად­ზე" ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 500, 300, 200 და ასე შემ­დეგ ქუ­ლით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, მას­ტერ­ს­ზე - 700, 420, 280, კონ­ტი­ნენ­ტურ პირ­ვე­ლო­ბებ­ზე - 400, 240, 160, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე - 900, 540, 360, ოლიმ­პი­ა­და­ზე - 1000, 600 და 400.

აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ჩვენ მხო­ლოდ საპ­რი­ზო სა­მე­უ­ლე­ბი ჩა­მოვ­თ­ვა­ლეთ, თო­რემ მო­ნა­წი­ლე­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის ქუ­ლე­ბი უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ტურ­ნირ­ზე და­ე­რიცხე­ბათ. უმე­ტეს შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვი­საც კი მი­ი­ღე­ბენ მი­ზე­რულ შე­ფა­სე­ბას.

ოლიმ­პი­ურ რე­ი­ტინ­გ­ში 5 სა­უ­კე­თე­სო ტურ­ნი­რის შე­დე­გი შე­ვა, ოღონდ აქ იმოქ­მე­დებს 5+1 ფორ­მუ­ლა. ეს იმ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, რო­ცა რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე თა­ნა­ბარ ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­ექ­ვ­სე და­მა­ტე­ბი­თი შე­ჯიბ­რე­ბა მას­ტერ­სი ან კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ტურ­ნი­რი იქ­ნე­ბა.

გა­დავ­ლე­ბა აქ­ტი­ურ­დე­ბა
სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­შე­ჯიბ­რო წე­სებ­შიც. ჩვენ­თ­ვის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ისაა, რომ ამი­ე­რი­დან გა­დავ­ლე­ბა, თუ მას მყის­ვე, კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ილე­თიც არ მიჰ­ყ­ვა, გაფ­რ­თხი­ლე­ბით და­ის­ჯე­ბა.

არა­და, ამ ხერხს ხში­რად იყე­ნებ­და ვა­ლე­რი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ხო­ლო ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძის­თ­ვის (ბევ­რი უცხო­ე­ლის გახ­სე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა) სუ­ლაც სა­ფირ­მო მა­ნევ­რი იყო. ცხა­დია, ამ სტი­ლის მოყ­ვა­რულთ სას­წ­რა­ფოდ მო­უ­წევთ ახალ მე­თოდ­ზე გა­დაწყო­ბა.

ასე­ვე გაფ­რ­თხი­ლე­ბით და­ის­ჯე­ბა ქა­მარ­ზე ჩავ­ლე­ბის დროს, თუ მას სწრა­ფად­ვე არ მიჰ­ყ­ვე­ბა გდე­ბა; და­ის­ჯე­ბა ჩავ­ლე­ბის ორი ხე­ლით გაშ­ვე­ბაც, თუმ­ცა ამათ­გან ზო­გი წე­სი აქამ­დეც მოქ­მე­დებ­და... აქ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­და ტა­ლან­ტი ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ­ლის არ­სე­ნალ­შიც ქა­მარ­ში ჩავ­ლე­ბი­დან აყ­ვა­ნა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კო­ზი­რია.

მას ეს არც მო­მა­ვალ­ში აეკ­რ­ძა­ლე­ბა, ოღონდ ყო­ველ­გ­ვა­რი და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე უნ­და გა­ა­კე­თოს. თან ილე­თის მცდე­ლო­ბად არც ის ჩა­ით­ვ­ლე­ბა, ქა­მარ­ში ჩავ­ლე­ბულ­მა მე­ტო­ქე წრე­ზე რომ ატა­რო - ეს ფალ­ს­ტარ­ტია. ამას­თან, ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გდე­ბა აუცი­ლებ­ლად ძი­უ­დოს სტილ­ში უნ­და გა­კეთ­დეს და მკვეთ­რად უნ­და გა­ე­მიჯ­ნოს "თა­ვი­სუ­ფალს" - შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ ამ უკა­ნას­კ­ნელ­თან მსგავ­სე­ბის გა­მო არ ჩა­უთ­ვა­ლეს ოლიმ­პი­ა­და­ზე ის უნაკ­ლო ილე­თი ბეთ­ქილ შუკ­ვანს ფრანგ სო­ფე­ინ მი­ლოს­თან.

აქ­ვე ისიც ვთქვათ, რომ გა­დავ­ლე­ბა იქ­ნებ მარ­თ­ლაც აყოვ­ნებ­და შეხ­ვედ­რის ტემპს, მაგ­რამ ქამ­რი­დან აყ­ვა­ნა საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი ფან­დია.

მაშ, რა­ტომ ცდი­ლობს ძი­უ­დოს სამ­ყა­რო მას შე­ე­ლი­ოს? საქ­მე ისაა, რომ ეს არაა ძვე­ლის­ძ­ვე­ლი, ავ­თენ­ტუ­რი ძი­უ­დო და ის, რო­გორც წელ­ში შეს­ვ­ლა და ბევ­რი სხვა ილე­თი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან სხვა ჭი­და­ო­ბე­ბი­და­ნაა შე­სუ­ლი ძი­უ­დო­ში. ახ­ლა იქა­უ­რე­ბი იაპო­ნელ­თა მე­თა­უ­რო­ბით ცდი­ლო­ბენ, ძი­უ­დოს სწო­რედ ის პირ­ვან­დე­ლი სა­ხე და­უბ­რუ­ნონ და ასე­თი "შე­პა­რუ­ლი" ილე­თე­ბის­გან გაწ­მინ­დონ.

თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ახ­ლან­დე­ლი ცვ­ლი­ლე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია სის­წ­რა­ფის გაზ­რ­დის, დი­ნა­მი­კუ­რო­ბი­სა და ილე­თე­ბის, სა­ნა­ხა­ო­ბის მო­მა­ტე­ბა­ზე, ხო­ლო რა იქ­ნე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ვნა­ხოთ, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

ში­დოს ბე­დი...
ამი­ე­რი­დან ში­დო ქუ­ლით არ შე­ფას­დე­ბა, ანუ 3 ში­დოს შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­ტო­ქე ქუ­ლას ვერ მი­ი­ღებს. გაფ­რ­თხი­ლე­ბას ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, რომ მე­ოთხე ში­დო კვლა­ვაც დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, ანუ შეხ­ვედ­რი­დან მოხ­ს­ნას ნიშ­ნავს.

რო­გორც ვხე­დავთ, ქუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ძი­უ­დო­ის­ტ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ას­რუ­ლოს გდე­ბა. სა­ა­მი­სოდ სხვა შან­სი არ აქვს. თუ შეხ­ვედ­რა ფრედ მთავ­რ­დე­ბა, მა­შინ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად გა­მოცხად­დე­ბა ის, ვი­საც მე­ტი ტექ­ნი­კუ­რი ქუ­ლა ექ­ნე­ბა.

თუ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც თა­ნა­ბა­რია, მა­შინ ის იგებს, ვი­საც ნაკ­ლე­ბი ში­დო აღ­მო­აჩ­ნ­დე­ბა. თუ ესეც თა­ნა­ბა­რია, შეხ­ვედ­რა და­მა­ტე­ბით­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ის კი პირ­ვე­ლი­ვე ქუ­ლის ან გაფ­რ­თხი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შეწყ­დე­ბა.

ამას­თან, და­მა­ტე­ბი­თი დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი, ჰან­ტეი გა­უქ­მე­ბუ­ლია, ანუ მსა­ჯე­ბი აღარ გა­მო­ავ­ლე­ნენ მო­გე­ბულს.

ში­დოს ახ­ლე­ბურ ვერ­სი­ას იქ­ნებ ერ­თი ნაკ­ლი ახ­ლა­ვე ვუ­პო­ვოთ. რო­გორც ვხე­დავთ, ერ­თი იუკო ჯობ­ნის სამ ში­დოს, ანუ თუ რო­მე­ლი­მე მე­ტო­ქე შეხ­ვედ­რის მი­წუ­რულს მო­ი­პო­ვებს იუკოს, მე­რე შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ირ­ბი­ნოს ტა­ტამ­ზე და თა­მა­მად მი­ი­ღოს სა­მი გაფ­რ­თხი­ლე­ბა, რაც ძი­უ­დოს სა­ნა­ხა­ობ­რი­ო­ბას აუცი­ლებ­ლად და­უ­კარ­გავს.

დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, ქუ­ლა­თა დი­დი ნა­წი­ლი ორ­თაბ­რ­ძო­ლის ბო­ლოს კეთ­დე­ბა, დრო კი იმ­დე­ნად ცო­ტა შეიძლება იყოს დარ­ჩე­ნი­ლი, ოთხი ში­დო, უბ­რა­ლოდ, ვერ მო­ეს­წ­როს. არა­და, რო­გორც ზე­მოთ გითხა­რით, იუკოს მხო­ლოდ ეს თუ გა­და­წო­ნის.

მცირ­დე­ბა არ­ბიტ­რ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც
ამი­ე­რი­დან ტა­ტამ­ზე მხო­ლოდ ერ­თი რე­ფე­რი იქ­ნე­ბა, მე­ო­რე კი ვი­დეოკონ­ტ­რო­ლით და­კავ­დე­ბა, ხო­ლო ერ­თ­მა­ნეთ­თან კავ­ში­რი ყურ­სას­მე­ნით ექ­ნე­ბათ.

რო­გორც გითხა­რით, ახა­ლი წე­სე­ბის გა­მოც­და პა­რი­ზი­დან და­იწყე­ბა, ანუ 2-3 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში გა­სა­მარ­თავი კონ­ტი­ნენ­ტუ­რი თა­სი კვლავ ძვე­ლი წე­სე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა.

თუმ­ცა ეს ჩვენს ძი­უ­დო­ის­ტებს (რო­გორც - სხვებს) დამ­შ­ვი­დე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს - მათ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბევ­რად აქ­ტი­უ­რად უნ­და იზ­რუ­ნონ ახალ სტილ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად. თუ ეს წე­სე­ბი ასეც დარ­ჩა, მა­შინ ძი­უ­დო შე­და­რე­ბით უფ­რო ძა­ლის­მი­ე­რი გახ­დე­ბა, კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა ჩავ­ლე­ბის რო­ლი, ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი კი ჩვენ­თ­ვის "აქი­ლევ­სის ქუს­ლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეპორმები არ მომწონს,აშკარად ძიუდოს ა
ფუჭებენ,და გახდება ულამაზო ჭიდაობააა
vaskulat
14:50 13-12-2012
0

სიახლეები პოპულარული