18 დეკემბერს ძიუდოში საქართველოს პირველობა იწყება

AutoSharing Option
18 დეკემბერს სპორტკომპლექს "არენაში" საშველი დაადგება არაერთხელ გადადებული ქვეყნის პირველობის გამართვას ძიუდოში როგორც ვაჟთა, ასევე - ქალთა შორის.

შე­ჯიბ­რე­ბა "არე­ნა­ში" დი­ლის 11 სა­ათ­ზე და­იწყე­ბა და დღეს ტა­ტამ­ზე სა­ჭი­და­ოდ მხო­ლოდ ვა­ჟე­ბი გავ­ლენ. ისიც მარ­ტო სა­მი უმ­ჩა­ტე­სი წო­ნის - 60, 66 და 73-ის ფა­ლავ­ნე­ბი; და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი 19 დეკემბერს იას­პა­რე­ზე­ბენ.

19 დეკემბერს იჭი­და­ვე­ბენ ქა­ლე­ბიც. რო­გორც ვაჟ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძემ გვითხ­რა, ჩემ­პი­ო­ნატ­ში წამ­ყ­ვან სპორ­ტ­ს­მენ­თა უმე­ტე­სო­ბა გა­მო­ვა, თუმ­ცა და­ნაკ­ლი­სიც დი­დია.

უპირ­ვე­ლე­სად - ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (66), რო­მე­ლიც სა­ზარ­დუ­ლის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ვარ­ჯიშს კი
შე­უდ­გა, მაგ­რამ ჯე­რაც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ოდს გა­დის და ტა­ტამ­ზე სრუ­ლად ვერ იტ­ვირ­თე­ბა.

სხვა­თა შო­რის, მას ზუს­ტად დღეს ოპე­რა­ცი­ი­დან სა­მი თვე უს­რულ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ექი­მებ­თან გეგ­მი­ურ შე­მოწ­მე­ბას გა­ივ­ლის და ისი­ნი იტყ­ვი­ან, რო­დის ვი­ხი­ლავთ საქ­მე­ში ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს.

ბა­რემ აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ოპე­რა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტა­იმ-აუტის მი­უ­ხე­და­ვად, შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გ­ში 66 კი­ლოგ­რა­მის ლი­დე­რი გახ­და. ეს ქუ­ლა­თა გა­ნა­ხევ­რე­ბა-გა­ნუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, ახ­ლე­ბუ­ლი კალ­კუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად კი ყვე­ლა­ზე მე­ტი ქუ­ლა კა­რა­ლე­თელ ფა­ლა­ვანს აღ­მო­აჩ­ნ­და.

აქ ად­რე ლი­დე­რო­ბის­თ­ვის რუ­სე­ბი - ალიმ გა­და­ნო­ვი და მუ­სა მო­გუშ­კო­ვი იბ­რ­ძოდ­ნენ, ქუ­ლა­თა ჩა­მოკ­ლე­ბის შემ­დეგ კი ორი­ვე გა­ვარ­და სა­მე­უ­ლი­დან. 1032-ქუ­ლი­ან შავ­და­თუ­აშ­ვილს კვა­ლში იაპო­ნე­ლი მსოფ­ლი­ოს ექსჩემ­პი­ო­ნი ჯუნ­პეი მო­რი­ში­ტა უდ­გას 1006-ით, მე­სა­მე­ზე კი მონ­ღო­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, ოლიმ­პი­უ­რი პრი­ზი­ო­რი ცა­გან­ბა­ა­ტარ ხაშ­ბა­ა­ტა­რია 956 ქუ­ლით.

შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის გარ­და, "არე­ნა­ში" არ იქ­ნე­ბი­ან ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ბეთ­ქილ შუკ­ვა­ნი (60), ამ­ბა­კო ავა­ლი­ა­ნი (73), ევ­რო­პის ორ­გ­ზის ვერ­ცხ­ლისმე­და­ლო­სა­ნი ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი (100) და ევ­რო­პის მძი­მე­წო­ნო­სა­ნი მე­და­ლო­სა­ნი ზვი­ად ხან­ჯა­ლი­აშ­ვი­ლი. არ იქ­ნე­ბა არც დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თენ­გიზ პა­პოშ­ვი­ლი (73).

ამათ გარ­და, იჭი­და­ვებს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი თუ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა ლი­დე­რი - ევ­რო­პის მე­სა­მე პრი­ზი­ო­რი ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი (60), შალ­ვა ქარ­და­ვა (66), ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი (73), ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი (81), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ვა­ლე­რი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი (ორი­ვე - 90), ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი (+100)...

რო­გორც ვხე­დავთ, სი­ახ­ლეა ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ირ­გ­ვ­ლივ - ახალ­გაზ­რ­და ტა­ლან­ტი წო­ნით კა­ტე­გო­რი­ას იც­ვ­ლის და 90-ში გა­და­დის.

ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო - ის მო­ზარ­დია, თა­ნაც იმ­დე­ნად ძვალ­მ­ს­ხ­ვი­ლი, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად წო­ნაც აუცი­ლებ­ლად გა­ექ­ცე­ო­და. ჰო­და, ახალ წო­ნა­ში გა­და­ბარ­გე­ბაც დრო­ის სა­კითხი იყო, 90 კი­ლოგ­რა­მი კი ის ფეხ­ბედ­ნი­ე­რი წო­ნაა, რო­მელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კუ­რენ­ცია არ აკ­ლ­დე­ბა - ჯერ ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი-ცი­რე­კი­ძე, მე­რე - ზვი­ა­და­უ­რი-ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ახ­ლა კი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი-ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. მით უფ­რო, რომ ახა­ლი წე­სე­ბი თით­ქოს ცო­ტა უფ­რო მი­სა­ღე­ბი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის­თ­ვი­საა.

ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძის თქმით, ქვეყ­ნის ეს პირ­ვე­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის­თ­ვის, რად­გან მი­სი შე­დე­გე­ბი გან­საზღ­ვ­რავს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სა­გა­ი­სო შე­მად­გენ­ლო­ბას - გუნ­დ­ში მე­და­ლოს­ნე­ბი შევ­ლენ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­შიც ისი­ნი იჭი­და­ვე­ბენ.

გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის­თ­ვის და­იშ­ვე­ბა. ცი­რე­კი­ძის თქმით, ვინც ქვეყ­ნის ამ პირ­ვე­ლო­ბას გა­მო­ტო­ვებს, მას არც 25-27 აპ­რილს ბუ­და­პეშ­ტ­ში გა­სა­მართ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მოს­ვ­ლის შან­სი ექ­ნე­ბა. გა­ი­სად­ვე - 26-31 აგ­ვის­ტოს რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბაც გა­ი­მარ­თე­ბა.

ცი­რე­კი­ძემ ისიც გვითხ­რა, რომ ფე­დე­რა­ცი­ას­თან უკ­ვე ჰქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა და გან­ზ­რა­ხუ­ლია, მა­ნამ­დე - და­ახ­ლო­ე­ბით ივ­ნი­სის და­საწყის­ში კი­დევ ერ­თხელ ჩა­ტარ­დეს ისე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი ტურ­ნი­რი, რო­გო­რიც ქვეყ­ნის ახ­ლან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტია და იქ უკ­ვე ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თოს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს­თ­ვის მო­ემ­ზა­დე­ბა.

იქ­ნებ ახ­ლან­დე­ლი პირ­ვე­ლო­ბის შემ­დე­გაც გა­მოჩ­ნ­დეს ვინ­მე, ხომ უნ­და მო­ვი­ძი­ო­თო, გვითხ­რა ცი­რე­კი­ძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული