ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონის, ამჟამად ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს.

როგორც ზვიადაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა.

სროლა განხორციელდა სახლის საძინებელი ოთახის ფანჯარაზე. შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

მისივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ძებნილი გიორგი ქისტაური, რომელიც არჩევნებამდე უკრაინაში იმალებოდა, წინასაარჩევნოდ კი ის საქართველოში ჩამოიყვანა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ
და ე.წ. ზონდერ ჯგუფის წევრი იყო.

ზვიადაურის განცხადებით, სროლის ფაქტს წინ უძღოდა მის ძმასა და ქისტაურს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილია ზვიადაურო, რეებს იგონებ, ლორტქიფანიძის კი არა თქვენ დაძახებულზეა ეგ ხალხი ჩამოსულიიიიიიიი
bela chao
01:49 03-01-2013
0
მაფიოზი ხარ ზვიადაურო აღიარე.ამდენ ხალხს ფული მოპარე მერე უცოდვილი კრავივითივანიშვილთან გაიქეცი. ადრე მიშასთვის იკლავდი თავს ,როგორც კი არ გაგივიდა ოპოზიციონერი გახდი.
kaxa
10:48 03-01-2013
0

სიახლეები პოპულარული