მოგეხსენებათ, შემოდგომაზე მან საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და 18 დეკემბრამდე ანუ ამ ამბიდან 3 თვის გასვლამდე ექიმები ლეიბზე ვარჯიშის ნებას არ აძლევდნენ.
ამ პერიოდში ის მხოლოდ ფიზიკურად იტვირთებოდა, თუმცა სრულად ვერც ამას ახერხებდა. საბედნიეროდ, სარეაბილიტაციო პერიოდი გართულებების გარეშე წარიმართა და დეკემბრის ბოლოს ლაშა, მისი თანაგუნდელი ნუგზარ ტატალაშვილი და გორის ძიუდოს დარბაზის კიდევ რამდენიმე შეგირდი ბაკურიანში წავიდა 10-დღიან შეკრებაზე, სადაც მათ
იქ სპორტსმენები ძირითადად ფიზიკურად ემზადებოდნენ, გორში დაბრუნებულები კი ტატამზეც გადაერთნენ.
ჯერ კიდევ ბაკურიანშივე შავდათუაშვილი სრულად იტვირთებოდა. საბედნიეროდ, გართულებები არც სარეაბილიტაციო პერიოდში და არც იმ ვარჯიშებზე არ ჰქონია, გორში დაბრუნებული ფეხს არც ტატამზე შეუწუხებია და შეიძლება ითქვას, დღეს უკვე სრული დატვირთვით ემზადება.
შავდათუაშვილი ჯერაც გორში ვარჯიშობს, ვიდრე ნაკრები შეკრებაზე არ გადასულა. როგორც ეროვნული გუნდის ახალდანიშნულმა თავკაცმა ირაკლი უზნაძემ გვითხრა, თბილისის ტურნირისთვის შეკრებას 17 იანვრიდან დაიწყებენ დედაქალაქში.
ალბათ, შავდათუაშვილიც მაშინ შეუერთდება გუნდს, შეჯიბრებებში კი, სავარაუდოდ, 9-10 თებერვალს პარიზში გასამართავი "დიდი მუზარადიდან" ჩაებმება. ამდენად, ის 3-4 თებერვალს თბილისში ჩასატარებელ ევროპის თასზე არ გამოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"