ირაკლი უზნაძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ღია თასზე იჭიდავებს (შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასებს ამიერიდან ასე ეწოდებათ).

მწვრთნელი მთლიანად დაეყრდნო საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს - უკლებლივ ყველა მედალოსანი იჭიდავებს სეზონის ამ პირველ შეჯიბრებაზე, რომელიც ჩვენს ნაკრებში უზნაძისთვისაც სადებიუტოა და ახალი ოლიმპიური ციკლის მეკვლეცაა.

შესაძლოა, მწვრთნელმა მხოლოდ ორი გამონაკლისი დაუშვას - ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი დაასვენოს, მათ ნაცვლად კი, შესაბამისად, ლაშა ზურაბიანი და ჯუმბერ გიგაური აჭიდაოს.

გუნდის ლიდერებმა და ქვეყნის ჩემპიონებმა რამდენიმე
დღის წინ საკუთარი ხარჯით ბაკურიანში ფიზმომზადების შეკრება გაიარეს და ცოტა ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებთ...

თბილისში არ იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) - ის ჯერაც ვერაა სათანადო ფორმაში. მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ ის 9-10 თებერვალს პარიზის "დიდ მუზარადზე" შეძლებს გამოსვლას.

ევროპის ღია თასი. თბილისი, 2-3 თებერვალი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი.
66 კგ. ტრისტან ფეიქრიშვილი, მინდია ლილუაშვილი, ვანო თოთლაძე, თორნიკე თათარაშვილი.
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, არსენ მაჭარაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი.
81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი, პაატა ღვინიაშვილი, ლევან წიკლაური, იოსებ ჩილინდრიშვილი.
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი.
100 კგ. გიორგი ნოზაძე, გიორგი ქავთარაძე, დავით ლორიაშვილი, ლაშა გურული.
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული