წვრთნა ბამბუკის ჯოხით

AutoSharing Option
2012 წლის ბოლოს 15 ძიუდოისტმა წერილი გაგზავნა იაპონიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. წერილში აღწერილი იყო ფიზიკური ძალადობის ფაქტები ქალთა მთავარი მწვრთნელის, სონოდას მხრიდან.

კერძოდ, სპეციალისტი ბამბუკის ჯოხით სცემდა სპორტსმენებს, სახეში ხელს ურტყამდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მათ. ძიუდოისტებმა ისიც დაწერეს, რომ სონოდას მიმართ შიშის გამო ხშირად ტრავმებით იღებდნენ მონაწილეობას ტურნირებში.

ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტმა ფედერაციას გამოძიების ჩატარება მოსთხოვა, რომლის შედეგების მიხედვით, მწვრთნელის მხრიდან ძალადობის ფაქტები დადასტურდა. სასჯელი სონოდას მიმართ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სხვათა შორის, თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიის ქალთა ნაკრებმა ოქროს ერთი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი გახდა კაორი მაცუმოტო, რომელიც 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

2013 წლის დასაწყისში იაპონელმა სკოლის მოსწავლემ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ის კალათბურთის მასწავლებელმა სცემა. ინციდენტის შემდეგ იაპონიის განათლებისა და სპორტის მინისტრმა ჰაკუბან შიმომურამ განაცხადა, რომ დადგა დრო, საბოლოოდ თქვან უარი ძალადობაზე, როგორც სწავლების ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. 1947 წლიდან მოყოლებული, იაპონელ მასწავლებლებს აკრძალული აქვთ მოსწავლეების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული სანქციები იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ამ წესს არღვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ძი­უ­დომ რი­ომ­დე ახა­ლი წე­სე­ბი და­ად­გი­ნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული