კერძოდ, სპეციალისტი ბამბუკის ჯოხით სცემდა სპორტსმენებს, სახეში ხელს ურტყამდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მათ. ძიუდოისტებმა ისიც დაწერეს, რომ სონოდას მიმართ შიშის გამო ხშირად ტრავმებით იღებდნენ მონაწილეობას ტურნირებში.
ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტმა ფედერაციას გამოძიების ჩატარება მოსთხოვა, რომლის შედეგების მიხედვით, მწვრთნელის მხრიდან ძალადობის ფაქტები დადასტურდა. სასჯელი სონოდას მიმართ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სხვათა შორის, თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის.
2013 წლის დასაწყისში იაპონელმა სკოლის მოსწავლემ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ის კალათბურთის მასწავლებელმა სცემა. ინციდენტის შემდეგ იაპონიის განათლებისა და სპორტის მინისტრმა ჰაკუბან შიმომურამ განაცხადა, რომ დადგა დრო, საბოლოოდ თქვან უარი ძალადობაზე, როგორც სწავლების ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. 1947 წლიდან მოყოლებული, იაპონელ მასწავლებლებს აკრძალული აქვთ მოსწავლეების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული სანქციები იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ამ წესს არღვევენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ძიუდომ რიომდე ახალი წესები დაადგინა