საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები პარიზში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები პარიზის "დიდ სლემზე" საჭიდაოდ გაემგზავრა.

9-10 თებერვალს გასამართი პრესტიჟული ტურნირის ტატამზე საასპარეზოდ თორმეტი ქართველი ძიუდოისტი გავა.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ირაკლი უზნაძის გადაწყვეტილებით, პარიზში შემდეგი ძიუდოისტები იჭიდავებენ: ბეთქილ შუკვანი და ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ტრისტან ფეიქრიშვილი და თორნიკე თათარაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), დავით ლორიაშვილი და ლაშა გურული (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (+ 100 კგ).

საქართველოს ნაკრების დელეგაციაშია ოლიმპიური
ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც (66 კგ), რომელიც მცირე ტრავმის გამო პარიზის "დიდ სლემს" გამოტოვებს და მხოლოდ ტურნირისშემდგომ ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველმა ძიუდოისტებმა 2013 წლის სეზონი თბილისის ევროპის ღია პირველობაზე გახსნეს და 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის დიდ სლემზე:
60 კგ - ბეთქილ შუკვანი და ამირან პაპინაშვილი
66 კგ - ტრისტან ფეიქრიშვილი და თორნიკე თათარაშვილი
73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი
90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
100 კგ - დავით ლორიაშვილი და ლაშა გურული
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძე

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული