გერმანიაში "დიდი პრიზის" ტურნირი 23-24 თებერვალს ტარდება და იქ ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66), ამბაკო ავალიანი, ზურაბ ნოზაძე (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), გიორგი ნოზაძე, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
როგორც ვხედავთ, გუნდშია ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც პირველად იჭიდავებს შემოდგომაზე გაკეთებული საზარდულის ოპერაციის შემდეგ.
ამ წვრთნების დასრულების შემდეგ ნაკრები ვარშავაში გადაინაცვლებს და 2-3 მარტს "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებს. იქ ტაველურიც იასპარეზებს, უმეტეს წონებში კი მონაწილენი შეიცვლებიან. ვაჟა მარგველაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), შავდათუაშვილი, ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), პაატა ღვინიაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი (81), ტაველური (90) და ლორიაშვილი (100).
თუ დიუსელდორფში შეკრებას კარგად გაივლის, შეიძლება, პოლონეთში ბექა ღვინიაშვილიც გამოვიდეს. იმავე ვარჯიშებზეა დამოკიდებული ოქრუაშვილისა და მატიაშვილის გამოსვლაც, თუმცა მთავარი მოულოდნელობა - შეიძლება, ვარშავაში ტატამს ლომერ ჟორჟოლიანიც დაუბრუნდეს, რომელიც ამჟამად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნავსი გატყდა - ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ჩემპიონია! [VIDEO]