ვალერი ლიპარტელიანი - ძიუდოისტის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა [VIDEO]

AutoSharing Option
23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა სპორტში წარმატება დიდი შრომისა და მუშაობის შედეგად მოიპოვა.

ერთი კვირის წინ ვალერი (ვარლამ) ლიპარტელიანი საქვეყნოდ ცნობილი ტურნირის, პარიზის "დიდი პრიზის" (Grand Slam) გამარჯვებული გახდა.

ვალერიმ სპორტული კარიერა 10 წლისამ დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში ძალიან ზარმაცი იყო და ძიუდოთი სერიოზულად მხოლოდ 15 წლის ასაკში დაინტერესდა.

ძიუდოისტმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა სავსე ტრიბუნებიდან, უამრავ მხარდამჭერთან ერთად, მას მეუღლე, გიული ჭკუასელიც უგულშემატკივრებს.

ქართველმა სპორტსმენმა 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ
"დიდი პრიზის" ტურნირში საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.

VideoSportall.Ge
ვალერი ლიპარტელიანი - 23 წლის ფალავნის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა
ავტორი: ლიკა მოშიაშვილი

ასევე იხილეთ:
ქართველთა დიუსელდორფული ტრიუმფი - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
ნავსი გატყდა - ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარია
aleqsandre
21:28 08-03-2013
0
ისე, ცოტა იეშმაკეთ.. ეს გდება არ ყოფილა იპონი - გამარჯვების გდება... მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მიდი, ლიპო!!!!!!!
giorgi
19:37 28-02-2013
0

სიახლეები პოპულარული