ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოში ბრუნდება

AutoSharing Option
გამოცხადდა საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 2-3 მარტს ვარშავაში „ევროპის ღია თასზე“ იჭიდავებს.

წინასწარვე გეტყვით, რომ იქ ლომერ ჟორჟოლიანიც (100) გამოვა, მის გარდა კი პაატა მერებაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ლევან წიკლაური, პაატა ღვინიაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი (სამივე - 81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90) და დავით ლორიაშვილი (100) იასპარეზებენ.

თავიდან ვარშავაში ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (66) ჭიდაობაც იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან წინა კვირას ოპერაციის
შემდეგ თავის პირველ ტურნირზე დიუსელდორფში ნორმალურად იასპარეზა, ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ამჯერად მისი შემოწმება საჭიროდ აღარ მიიჩნია. მწვრთნელმა არც მძიმეში წაიყვანა ვინმე.

რაც შეეხება ჟორჟოლიანის დაბრუნებას, ის ჯერ კიდევ საცდელ პროცესშია - რამდენად აუღებს ალღოს ახალ წესებს. მისი მომავალიც ამის შემდეგ განისაზღვრება, მაგრამ თუ საბოლოოდ დაუბრუნდება ტატამს, მაშინ, სავარაუდოდ, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, რადგან ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი როცა მას ამ პოსტს სთავაზობდა, იმასაც ამბობდა, რომ დათანხმების შემთხვევაში ჭიდაობის მიტოვება მოუწევდა და ორივეს ვერ შეითავსებდა.

ასევე იხილეთ:
ქართველთა დიუსელდორფული ტრიუმფი - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული