ამჯერად - 73 კილოგრამში, სადაც საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი შეხვდნენ.
ფინალი ფრთხილი და უილეთო გამოდგა, გამარჯვებულის ბედი კი გაფრთხილებებით გადაწყდა - რეხვიაშვილმა სამი შიდო მიიღო, ტატალაშვილმა - ორი და ოქროს მედალიც მას დარჩა.
რა თქმა უნდა, ეს ტურნირი სიძლიერით ვერ შეედრება გერმანიისას, მაგრამ ფაქტი მაინც სასიამოვნოა.
თუმცა კარგი ნამდვილად არაა ის გარემოება, რომ შეჯიბრების
ტატალაშვილმა ხუთი ორთაბრძოლიდან სამში იპონით იმარჯვა - ირლანდიელ ლოიდ მანინგთან, პოლონელ დამიან სზვარნოვიცკისთან დ გერმანელ სოშინ კაცუმისთან, რუს დენის იარცევს კი, თანაგუნდელის დარად, გაფრთხილებით მოუგო.
რეხვიაშვილმა პირველ წრეში გერმანელი სტეფან ფრიდრიხი ვაზარით დაამარცხა, ესპანელი ევროპის ჩემპიონი კიოში უემაცუ - იუკოთი, ხოლო უკრაინელ სერგეი დრებოტსა და ბრიტანელ იან გოსიევსკის გაფრთხილებებით გასცდა.
2 მარტს კიდევ სამი ქართველი ჭიდაობდა, თუმცა იმათგან სანუგეშოში მხოლოდ შალვა ქარდავა (66) გადავიდა.
პირველ შეხვედრაში მან ავსტრიელი ალექსანდერ ვაიხინგერი გვარინად დაჯაბნა - იუკოც აართვა, კიდეც გააფრთხილებინა და ბოლოს იპონზეც დასცა.
ჰოლანდიელ იესპერ დე იონგს გაფრთხილებებით მოუგო, მეოთხედფინალში კი ფრანგ კილიან ლე ბლუშთან იპონზე დაეცა. სანუგეშოში პირველივე შეხვედრაში წმინდად დამარცხდა პორტუგალიელ სერგეი ოლეინიჩთან.
60 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილმა ებრაელ იოავ შემეშს აჯობა, ბრაზილიელ დიოგო სანტოსთან კი წააგო.
პაატა მერებაშვილი ინდოელ აშიშ კუმართან მოგების შემდეგ მომავალ ჩემპიონთან, ყაზახ იელდოშ სმეტოვთან დამარცხდა, ვინც თბილისის წლევანდელ ტურნირზე იმავე მარგველაშვილსა და ამირან პაპინაშვილსაც მოუგო.
3 მარტს ვარშავაში ტურნირის დასკვნითი დღეა, ჩვენებურთაგან კი ლევან წიკლაური, ხვიჩა ხუციშვილი, პაატა ღვინიაშვილი (სამივე - 81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90), ლომერ ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი (100) იჭიდავებენ.