წიკლაური პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მიჰყვა და იპონებით გავიდა ფინალში - სერბი ალექსეი ნეფედოვი ორ წუთზე ცოტა მეტ დროში დააიპონა, ესტონელმა ევგენი სალეევმა იუკო კი აართვა, მაგრამ 3 წუთზე მეტი ვერ გაუძლო, თითქმის ოთხ წუთამდე გაუძალიანდა ფრანგი კვენტინ ჟუბერტი, ნახევარფინალში კი რუს მაქსიმ ბუგასთან მეოთხე წუთი იწურებოდა, როცა მშვენივრად
სამწუხაროდ, კვირას ეს ჩვენი ერთადერთი მედალი აღმოჩნდა, რადგან დანარჩენები სანუგეშო წრემდეც კი ვერ მივიდნენ. ხვიჩა ხუციშვილი (81), ლაშა ტაველური (90) და დავით ლორიაშვილი (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. პაატა ღვინიაშვილმა (81) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) კი მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს, ბექა ღვინიაშვილმა (90) – ორი.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ჩვენებმა 3 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო და 1 - ვერცხლი. შაბათს 73 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ნუგზარ ტატალაშვილმა ზებედა რეხვიაშვილს მოუგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნუგზარ ტატაშვილი - ვარშავის ტურნირის ქართული ფინალი გამარჯვებული