ლევან წიკლაურის მეორე ფინალი და ოქრო

AutoSharing Option
დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ვერცხლის მედლის მოპოვებიდან ერთი კვირის თავზე ევროპის მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური (81) კიდევ ერთ ფინალში გავიდა, რომელიც ამჯერად მოიგო - ის ვარშავაში "ევროპის ღია თასის" გამარჯვებული გახდა.

წიკლაური პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მიჰყვა და იპონებით გავიდა ფინალში - სერბი ალექსეი ნეფედოვი ორ წუთზე ცოტა მეტ დროში დააიპონა, ესტონელმა ევგენი სალეევმა იუკო კი აართვა, მაგრამ 3 წუთზე მეტი ვერ გაუძლო, თითქმის ოთხ წუთამდე გაუძალიანდა ფრანგი კვენტინ ჟუბერტი, ნახევარფინალში კი რუს მაქსიმ ბუგასთან მეოთხე წუთი იწურებოდა, როცა მშვენივრად
შეეკრა და მეტად ლაზათიანი ბრუნით წმინდად დაახეთქა ტატამზე. ფინალში მისი მეტოქე გამოცდილი ლატვიელი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი იყო, რომელმაც ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - წიკლაურმა ვაზარ-იუკოთი მოიგო.

სამწუხაროდ, კვირას ეს ჩვენი ერთადერთი მედალი აღმოჩნდა, რადგან დანარჩენები სანუგეშო წრემდეც კი ვერ მივიდნენ. ხვიჩა ხუციშვილი (81), ლაშა ტაველური (90) და დავით ლორიაშვილი (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. პაატა ღვინიაშვილმა (81) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) კი მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს, ბექა ღვინიაშვილმა (90) – ორი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ჩვენებმა 3 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო და 1 - ვერცხლი. შაბათს 73 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ნუგზარ ტატალაშვილმა ზებედა რეხვიაშვილს მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნუგზარ ტატაშვილი - ვარშავის ტურნირის ქართული ფინალი გამარჯვებული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული