ღვინიაშვილი თანაგრძნობით მოეკიდა მეტოქის გასაჭირს - წამოდგომაშიც უშველა და ტატამიდან გასვლაშიც, რამაც პოლონელი მაყურებლის დიდი ოვაცია გამოიწვია.
თუმცა არა მხოლოდ მათი, რადგან ჩვენებური ფეარ-პლეის სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვეს.
"ჩვენ ხშირად ვამბობთ და ვამაყობთ იმით, რომ ძიუდო სპორტზე მეტია. ეს ძიუდოს ევროპული კავშირის დევიზია. დღეს ჩვენ სწორედ ასეთი თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი დავინახეთ ბექა ღვინიაშვილის საქციელში",
ღვინიაშვილისთვის პოლონური ტურნირი, სპორტული თვალსაზრისით, წარუმატებელი გამოდგა - ნაადრევად დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, თუმცა სხვა კუთხით კი დიდი აღიარება მოუტანა.
მართალია, სპორტში მთავარი შედეგია, მაგრამ პიროვნული ურთიერთობები მაინც შეუდარებლად მაღლა დგას - სპორტში ჩემპიონობას ყოველთვის გადასძალავს ხოლმე ადამიანობაში ჩემპიონობა.
კეთილშობილ პიროვნებებს ყოველთვის აფასებენ მათი მედლების და ტიტულების მიუხედავად, ხოლო ამ თვისებების გარეშე ვერასოდეს გახდები დიდი სპორტსმენი, რაგინდ მაღალ წარმატებებსაც მიაღწიო სპორტში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოქროთი დაწყებულ-დასრულებული ვარშავის ტურნირი [VIDEO]