ეს ბრალდება ნაკრების ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ ბაკალმა გაახმაურა და მოლდოველ ძიუდოისტთა შესაძლო გადაბირების მსურველი ქვეყნებიც დაასახელა - ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
გაქცევის მსურველთა შორის 5 ათლეტია დასახელებული სადღეისოდ იქაურთა ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტის, მსოფლიოს 2011 წლის პირველობის ბრინჯაოსპრიზიორ სერგეი ტომას (81) თავკაცობით.
სიაში შედიან ლონდონის ოლიმპიადის კიდევ
ბრალდებას შუა აზიიდან უმალ გამოეხმაურა კოლცა და განაცხადა, ქვეყნის დატოვებას არავინ აპირებს და 21 მარტს კიშინიოვში დავბრუნდებითო.
მისი თქმით, ისინი უზბეკურმა მხარემ თავისივე ხარჯით მიიწვია ტაშკენტში ერთობლივ ვარჯიშზე, რაზეც უარი არ უთქვამთ; უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც წინასწარ იყიდეს. მან ისიც დაამატა, რომ გამგზავრებამდე რამდენჯერმე დაურეკა ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მანოლაკს, რომელმაც მის ზარს არ უპასუხა.
ცხადია, ინციდენტს მანოლაკიც გამოეხმაურა და ვითარების განმუხტვა სცადა - მედიას განუმარტა, მოლდოველები ერთობლივ ვარჯიშებზე არიან ტაშკენტში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდებიანო. მანვე პრობლემის მიზეზად უფულობა დაასახელა და განაცხადა, ოლიმპიადის შემდეგ ფედერაციას სამინისტროსგან ერთი ლეიც არ მიუღიაო.
უსახსრობის გამო თურმე იქაურებს წლეულს არც ერთ ტურნირში არ მიუღიათ მონაწილეობა. თავის მხრივ, მანოლაკის ამ სიტყვებზე გაოცებისგან ხელები გაშალა მოლდოვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ოქტავიან ციკუმ, ეს ამბავი პირველად მესმისო და ფედერაციის პრეზიდენტი სასაუბროდ მიიწვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"