ჭაბუკ ძიუდოისტთა 6 მედალი კიევიდან

AutoSharing Option
ქართველი ჭაბუკები წარმატებით გამოვიდნენ კიევში, თანატოლთა ევროპის თასზე, სადაც 6 მედალია მოიპოვეს.

აქედან ერთი გოგოების ანგარიშზეა - მარიამ ჯანაშვილი (52), ვინც ორიოდე კვირის წინ ანტალიაში გაიმარჯვა, კვლავაც ფინალში გავიდა, მაგრამ ამჯერად ვერცხლს დასჯერდა.

ბიჭების მედლებიდან 1 ოქროა, 1 - ვერცხლი, 3 - ბრინჯაო. ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი (73) გახდა, კობა მჭედლიშვილმა (66) მხოლოდ ფინალი წააგო, რობიზონ ბეგლარიშვილი (50), ბექა ნათათრალიშვილი (55) და სიმონ მამარდაშვილი (66) კი მესამეზე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული