სალონიკის ევროპის თასზე ლაშა შავდათუაშვილის ძმა იჭიდავებს

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სალონიკში ევროპის თასი ტარდება ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ საბერძნეთში შემდეგი ფალავნები წაიყვანა: ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი, გიორგი საჩალელი, ივანე ჯავახიშვილი (ოთხივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიგა ბერიაშვილი (სამივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, ანდრო ბერუაშვილი, გიორგი მუზაშვილი, ზურაბ ჟორჟიკაშვილი, ირაკლი გაბადაძე (ხუთივე - 66), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, თომა თავზარაშვილი, თედო ჯიშკარიანი (ოთხივე - 73), ბექა დონღვანი, თეიმურაზ ხაჩიძე (ორივე - 81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (90), გურამ თუშიშვილი,
გიორგი ქავთარაძე, შმაგი ონიანი (სამივე - 100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი (+100).

ამ შემადგენლობიდან ყურადღებას იქცევს თუშიშვილის დაბრუნება - ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონსა და მართლაც ნიჭიერ ფალავანს 100 კილოგრამში არსებული ჩავარდნის დაძლევის იმედი უკავშირდება.

ბოლო თვეებში მას ტრავმა აწუხებდა და ბევრი გაუცდა. როგორც ჩანს, ჭაბუკებში ყველაფრის მომგები კიდევ ერთი ტალანტი - ბექა ღვინიაშვილი სეზონის დარჩენილ ნაწილში მთლიანად ახალგაზრდულ გუნდზე იქნება კონცენტრირებული.

ის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამაც გამოსცადა უფროსებში, მაგრამ დამარცხდა და სწორედ მაშინ გვითხრა გუგავამ, ღვინიაშვილისთვის ეროვნული ნაკრები ჯერ ადრეაო.

საბერძნეთში იჭიდავებს ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილიც და ვუსურვოთ, ძმის წარმატება გაიმეოროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული