ანრი ეგუტიძემ პორტუგალიაში ჭაბუკთა თასზე ბრინჯაო დაისაკუთრა

AutoSharing Option
პორტუგალიურ კოიმბრაში დამთავრდა ევროპის ჭაბუკთა თასი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩვენი სახელით კვლავაც გამოვიდა ანრი ეგუტიძე (73) და ამჯერადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეს ბიჭი ევროპაში ცხოვრობს და იქაურ ტურნირებში ყოველთვის ჭიდაობს ისტორიული სამშობლოს სახელით. ერთი თვის წინათ მან ესპანეთშიც იასპარეზა ანალოგიურ ტურნირში და მაშინაც მესამეზე გავიდა.

ამჯერად ჩვენებურმა წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალში უპრობლემოდ მოხვდა. იქამდე მას ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე შეხვედრაში შეხვდა უნგრელ გაბორ სარჰეგისთან, რომელსაც იუკოთი მოუგო, თორემ მანამდე ებრაელი აილამ კადარი წმინდად
დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში იტალიელ რიკარდო დე ლუკას ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი იპონზე დააგდო.

ნახევარფინალში ეგუტიძე ზუსტად ასეთივე ქულებით უკვე თავად დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, ჩერნოგორიელ არსო მილიჩთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ჩვენებურმა მეორე იტალიელს - ნიკოლო ავალონეს გაფრთხილებებით აჯობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუთაისში ვარჯიშობდა და ჩემი მოწაფე იყო სანამ პორტუგალიაში წავიდოდა :) მიხარია მისი ყველა წარმატება.
TIGANA
19:50 16-04-2013
0

სიახლეები პოპულარული