ირაკლი უზნაძემ საქართველოს ნაკრების საევროპო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა იმ ფალავანთა ვინაობა, რომლებიც 25-28 აპრილს უნგრეთში "ლასლო პაპის სახელობის ბუდაპეშტის სპორტდარბაზში" იასპარეზებენ.

ამ 12-ათასიან არენაზე 25-27 აპრილს პირად პირველობაში ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90) დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100) გამოვლენ, 28-ში, გუნდურ ტურნირში საჭიდაოდ კი მწვრთნელს დამატებით კიდევ სამი ფალავანი მიჰყავს - შალვა ქარდავა (66), ზვიად გოგოჭური (90) და ონისე ბუღაძე (+100). შეგახსენებთ,
რომ გუნდური შეჯიბრება ხუთ წონით კატეგიორიაში ტარდება - 66, 73, 81, 90 და +90.

როგორც ვხედავთ, უზნაძემ სიურპრიზი არ შემოგვთავაზა და ევროპაზე მართლაც ის ფალავნები მიჰყავს, ვინც ეს ყველაზე მეტად დაიმსახურა. ბუნებრივია, მეტ-ნაკლებობა ყოველთვის არსებობს და თუ ვინმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები მაინც ჩნდებოდა, ასეთებისთვის გუნდური პირველობა გამოიყენა.

სამწუხაროდ, ევროპირველობაზე ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება. სამსუნის "დიდ პრიზზე" მძიმეწონოსან ირინა ლეონიძის მეხუთე ადგილზე გასვლის შემდეგ ბუდაპეშტში მისი გაგზავნა მოისურვეს, მაგრამ პრობლემა გახდა ვიზის საკითხიც და თანხაც. მის დაფინანსებას აჭარის მხარე კი იღებდა საკუთარ თავზე, მაგრამ ის მხოლოდ ერთ ტურნირს აფინანსებდა და არჩევანი ლეონიძეს მისცეს - ძიუდოს ევროპაზე ერჩივნა წასვლა თუ - სამბოსი. სპორტსმენმაც სამბო არჩია, რადგან მისი აზრი, იქ წარმატების მეტი შანსი აქვს.

ასევე იხილეთ:
გია გუგავა: ამ ეტაპზე ნაკრებში ადგილი გარანტირებული მაინც არავის აქვს
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარელსი იდეალური პირობებია სპორტსმენების სეკრებისატვის
tamaz
13:23 19-04-2013
0
კვარელსი იდეალური პირობებია სპორტსმენების სეკრებისატვის
tamaz
13:23 19-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული