ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს, ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ფინალში გავიდა.

პაპინაშვილი ტურნირის ნახევარფინალში ბრიტანელ ეშლი მაკენზის დაუპირისპირდა და მეტოქე ორი იუკოთი დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინის დაუპირისპირდება.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. მან გზიდან იპონით ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლი ჩამოიშორა, შემდეგ კი - ჩეხი პაველ პეტრიკოვი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია! [VIDEO]
ამირან პაპინაშვილმა ევროპის ჩემპიონატი აზერბაიჯანელის ძლევით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატის
წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ პაპინაშვილი ჩემპიონია
roni
19:03 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული