ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს, ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადასთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ვაზარით აზერბაიჯანელი იგებდა, თუმცა ლაშამ ბრძოლის თავის სასიკეთოდ ჩამთავრება მაინც შეძლო.

ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ლაშა რუსეთის სახელით მოასპარეზე კამალ ხან-მაგომედოვს დაუპირისპირდება.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მეოთხედფინალში უნგრელ ბენსე ზამბორის დაუპირისპირდა და საქმე წუთ-ნახევარში მოათავა - ლაშა მასპინძელთან ჯერ იუკოთი დაწინაურდა, შემდეგ კი სულაც იპონს გამორჩა.

მანამდე შავდათუაშვილმა ბელგიელ იესპერ ლეფევერეს იპონით სძლია, რუმინელ
მირჩა რემუს ლაზეას
კი იუკოთი აჯობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია! [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატი იპონით დაიწყო [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა
ლაშა შავდათუაშვილი: ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული