ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს, ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მოუტანა.

ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინის დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. მან გზიდან იპონით ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლი ჩამოიშორა, შემდეგ - ჩეხი პაველ პეტრიკოვი, ნახევარფინალში კი ბრიტანელი ეშლი მაკენზი ორი იუკოთი დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]
ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია! [VIDEO]
ამირან პაპინაშვილმა ევროპის ჩემპიონატი
აზერბაიჯანელის ძლევით დაიწყო

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული