ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი ძიუდოისტის მეტოქე პორტუგალიელი ლუზ კარლოსი იყო, რომელიც ჩვენებურმა მოხდენილი გდებით ჩამოიცილა გზიდან.

მანამდე ჭრიკიშვილმა, რომელსაც ფეხის მცირე ტრავმა აწუხებს, ესტონელ გიორგი ლადოგინს ვაზარით, ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოუგო.

მეოთხედფინალში ჭრიკიშვილის მეტოქე ჩერნოგორიელი მსოფლიოს 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი სრდან მრვალჯევიჩი იქნება.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მოგებით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: მორიგი წარმატების იმედად
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული