ნუგზარ ტატალაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო იპონით ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ტატალაშვილის მეტოქე ბელორუსი ალექსეი რამანჩიკი იყო, რომელსაც ჩვენებურმა იოლად - იპონით მოუგო.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ტადეი ცენთან ასევე იპონით იმარჯვა.

ტატალაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მურატ კოძოკოვი იქნება.

ასევე იხილეთ:
ნუგზარ ტატალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მოგებით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: მორიგი წარმატების იმედად
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული