ზებედა რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
26 აპრილს ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფრანგ პიერ დუპრატთან დამარცხდა და ასპარეზობას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებითში ფრანგმა ქართველ ძიუდოისტს იპონით სძლია.

ამ წაგების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას რეპეშაჟში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე მუსა მოგუშკოვი იქნება.

ასევე იხილეთ:
ზებედა რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!
ზებედა რეხვიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული