ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: მესამე დღესაც მედლის იმედით

AutoSharing Option
27 აპრილს "ლასლო პაპის სახელობის სპორტულ კომპლექსში" მორიგი ქართული სამეული იჭიდავებს: ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამ ტრიოდან ყველაზე მეტად სწორედ ოქრუაშვილს გაუმართლა - არ ჭიდაობენ რუსი ალექსანდრ მიხაილინი და გერმანელი ანდრეას ტოლცერი, ამან კი, რეიტინგიდან გამომდინარე, ფინალამდე ყველა სერიოზული კონკურენტი ააცილა.

ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკსა და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შორის მოგებულს შეხვდება.

ბადის ამავე მხარეს მოხვდნენ ფრანგი იან-სებასტიან ბონვოისინი, სლოვენიელი მატიას სერაი და ლიტველი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი მარიუს პასკევიჩუსი, მაგრამ ეს არაფერია მეორე მხარეს მოხვედრილებთან შედარებით - თვით ფრანგი ტედი რინერი (თუმცა ეს რეიტინგით ფინალამდე ისეც არ ხვდებოდა ჩვენებურს), ჰოლანდიელი ხრიმ ვუიჯსტერსი, პოლონელი იანუშ ვოინაროვიჩი, ესტონელი მარტინ პადარი, უნგრელი ბარნა ბორი და სხვები...

ურიგო ბადეში არც ლიპარტელიანია, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთვება ტურნირში - შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს ხვდება, მისი მომდევნო მეტოქე კი ჰოლანდიელი მსოფლიოს ექსჩემპიონ ხიიომ ელმონტის, ბელარუსი ალექსეი ტცეპანკოუს და ბოსნიელი სლობოდან მინიცის პაექრობაში გამოვლინდება.

ლორიაშვილის პირველი მეტოქე რუსთა ჩეჩენი ახალწვეული ადლან ბისულთანოვია, რომელსაც პირდაპირ მეორე წრეში ხვდება.

ასევე იხილეთ:
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული