ვალერი ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
27 აპრილს ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ).

ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ფინალში რუს კირილ დენისოვს დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლა დაძაბულად წარიმართა. თითო გაფრთხილებისა და იუკოს შემდეგ მეტოქეებს 40 წამი რჩებოდათ, როდესაც რუსმა მეორე იუკო მიითვალა.

დარჩენილ დროში ლიპარტელიანს მცდელობა არ დაუკლია, თუმცა სამწუხაროდ მეტოქის მხოლოდ ორ გაფრთხილებასღა გამორჩა.

მანამდე ლიპარტელიანმა რუს კირილ ვოროპსოვს, ლიტველ კაროლის ბაუზას, ჰოლანდიელ ხიიომ ელმონტსა და შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს სძლია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვალერი ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]
ალერი ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის
ნახევარფინალშია! [VIDEO]

ვალერი ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია! [VIDEO]

ვალერი ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატი იოლი მოგებით დაიწყო [VIDEO]


ვალერი ლიპარტელიანის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მეექვსეა. ასპარეზობის პირველ დღეს, 25 აპრილს ოქრო ამირან პაპინაშვილმა (60) და ლაშა შავდათუაშვილმა (66) დაისაკუთრეს. 26 აპრილს ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73) მეორეზე გავიდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) - მესამეზე

ასევე იხილეთ:
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული