ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
27 აპრილს, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალს მოუყარა თავი.

ფინალურ შეხვედრაში ოქრუაშვილის მეტოქე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრანგი ტედი რინერი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ორთაბრძოლა სამი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ დათმო.

მანამდე ოქრუაშვილმა ნახევარფინალში სლოვენიელ მატიას სერაის ვაზარით მოუგო, მანამდე კი ფრანგ ჟან-სებასტიან ბონვოისინს იპონით აჯობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ადამ ოქრუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]
ადამ ოქრუაშვილი ევროპის ჩემპიონატის
ნახევარფინალშია! [VIDEO]

ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

ადამ ოქრუაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე მედალია (3-3 ოქრო-ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

შეგახსნებეთ, ასპარეზობის პირველ დღეს, 25 აპრილს ოქრო ამირან პაპინაშვილმა (60) და ლაშა შავდათუაშვილმა (66) დაისაკუთრეს.

26 აპრილს ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73) მეორეზე გავიდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) - მესამეზე

27 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
მკითხველის კომენტარები / 2 /
იპონზე თუ არ დადებდი მეოთხე ოქროს არავინ მოგვცემდა.
nikilura
22:04 27-04-2013
0
საღოლ ადამ... აშკარად აჯობე ყველაფრით გასაფრთხილებელი რინერი უფრო იყო , პროსტა რინერია და თან გეყოთო ქართველებს ამდენი ოქროებიო :დ
0

სიახლეები პოპულარული