ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალს მოუყარა თავი.
ფინალურ შეხვედრაში ოქრუაშვილის მეტოქე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრანგი ტედი რინერი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ორთაბრძოლა სამი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ დათმო.
მანამდე ოქრუაშვილმა ნახევარფინალში სლოვენიელ მატიას სერაის ვაზარით მოუგო, მანამდე კი ფრანგ ჟან-სებასტიან ბონვოისინს იპონით აჯობა.
იხილეთ ვიდეო
ადამ ოქრუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]
ადამ ოქრუაშვილი ევროპის ჩემპიონატის
ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
ადამ ოქრუაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე მედალია (3-3 ოქრო-ვერცხლი, 1 ბრინჯაო).
შეგახსნებეთ, ასპარეზობის პირველ დღეს, 25 აპრილს ოქრო ამირან პაპინაშვილმა (60) და ლაშა შავდათუაშვილმა (66) დაისაკუთრეს.
26 აპრილს ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73) მეორეზე გავიდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) - მესამეზე
27 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ასევე იხილეთ:
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!