28 აპრილს საქართველოს ძიუოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა.
ზებედა რეხვიაშვილმა (73) მეტოქეს იუკოთი სძლია, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) კი მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა და ისე აჯობა.
იუკოთი მოიგო ასევე ვალერი ლიპარტელიანმა (90). გაფრთხილებების მაქსიმუმი რაოდენობა მიაღებინა მეტოქეს ადამ ოქრუაშვილმა (+100). ერთადერთი მარცხი კი სამწუხაროდ ვაზარით ლაშა შავდათუაშვილმა (66) იწვნია.
საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა ფინალში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო