გაზეთ "ლელოს" სტუმარი 3 მაისს ვალერი ლიპარტელიანი იქნება

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" სტუმარი 3 მაისს ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი იქნება.

23 წლის სპორტსმენი "მედიაპალიტრაში" 15:00 საათზე მივა და ჟურნალისტებთან საკუთარ სპორტულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მასთან ინტერვიუ 4 მაისს "ლელოში", რუბრიკით - "შაბათის სტუმარი" გამოქვეყნდება.

ლიპარტელიანი ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი; დიდებში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, მსოფლიო თასის ხუთგზის ოქროსმედალოსანი, ევროპის წლევანდელი პირველობის მეორე პრიზიორი და გუნდურ პირველობაში გამარჯვებული, ასევე, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეა.

ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული